ფეხბურთი

12:21 | 5.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

თარგამაძე კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი დავით თარგამაძე, რომლის სატრანსფერო უფლებები დონეცკის “შახტარს” ეკუთვნის, სეზონის ბოლომდე რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ ეკატერინბურგის “ურალში” ითამაშებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა ინტერნეტპორტალ championat.com-ს აუწყა. თარგამაძე ახალ გუნდს, რომელიც პრემიერლიგაში მე-15 ადგილზეა, 7 თებერვალს კვიპროსულ შეკრებაზე შეუერთდება.

“ჩემი მენეჯერი ანდრე ბილეიჩუკი ბოლო ფორმალობებს აგვარებს, რომლებიც “ურალში” გადასვლას უკავშირდება და პარასკევს ახალ გუნდთან ერთად კვიპროსზე შეკრებას დავიწყებ. რუსეთში ძალიან ძლიერი და საინტერესო ჩემპიონატია. ამასთანავე, “ურალის” სასარგებლოდ გადამწყვეტი ფაქტორი გუნდის მთავარი მწვრთნელის პიროვნება გახდა. ვიცი, რომ ალექსანდრ ტარხანოვი კომბინაციურ, ტექნიკურ, კრეატიულ და სწრაფ ფეხბურთს ქადაგებს, რომელიც ჩემთვის მისაღებია. იმედია რუსეთში ჩემს საუკეთესო თვისებებს გამოვავლენ, გუნდისთვის და მწვრთნელისთვის სასარგებლო ვიქნები, კლუბს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარები. ზაფხულში კი, თუ “შახტარის” პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი დაინტერესდებიან, ისევ დონეცკში დაბრუნებას შევეცდები” – თქვა თარაგამაძემ.

აქვე გეტყვით, რომ “ურალში” თარგამაძეს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ლაშა გვალია დახვდება.  

0.113872