თამაშგარე

9:49 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტაქსისტების პროტესტი ბრაზილიაში

ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ ამ დიდი მუნდიალისათვის სამზადისი ბრაზილიის სახელმწიფოს ხშირ შემთხვევაში დიდ თავსატეხად უკვე უჯდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი ტაქსისტები მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების დღესვე დიდ გაფიცვასა და საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. ტაქსისტებმა მათზე დაწესებული მაღალი გადასახადები უნდა გააპროტესტონ და თან ისეთ დღეს, როდესაც მათი თავი ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება.

ბრაზილიელი ტაქსისტები თავიანთი ქართველი კოლეგების მსგავსად არიან თუ არა “ორი დიპლომის“ მფლობელნი,  - ეს არ ვიცით, მაგრამ ბრაზილიელ ტაქსისტებს საკუთარი უფლებების დაცვა კარგა გემრიელად რომ სცოდნიათ – ეს ფაქტია... 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.09874