თამაშგარე

12:18 | 8.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტამარა გოროს მტერ-მოყვარე მოუმრავლდა

ლისაბონის “ბენფიკაში“ მოთამაშე არგენტინელი ფეხბურთელის - ეზეკიელ გარაის საყვარელი ქალი- ტამარა გორო, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ უკვე იპყრობს მთელს პირინეის ნახევარკუნძულს და მისი პოპულარობა, როგორც პორტუგალიაში, ასევე ესპანეთშიც ვრცელდება.
ტამარა გორო ის ქალია, რომელიც თითქმის არც ერთ ჟურნალს ეუბნება უარს გარეკანზე გამოჭიმვაზე და სადაც კი შანსი მიეცემა, ერთი სული აქვს, როდის ჩაიძრობს ისედაც ჩაძრობის პირას მისულ საწმერთულსა და ასე, ყოველივეჩამძვრალი წარუდგება მილიონობით თაყვანისმცემელს.
ეზეკიელ გარაის გელრფრენდს, პირი ქვისკენ გვიქნია და არაერთი მოშურნე და მაკრიტიკებელიც გამოუჩნდა. ტამარას პოპულარობა, როგორც ჩანს, ბევრ ქალს არ მოსდის თვალში. ამასწინათ, პოპულარულ ესპანელ მოდელს, ლილიანა ფერნანდესს უთქვამს: ”ეგ ტამარა რა ქალია, მაგას ერთი ჩემი ბარძაყი სჯობსო”... მაგრამ განა ქალი მარტო ბარძაყით ფასობს?..
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091819