დანიის საფეხბურთო სუპერლიგის მე-2 ტურში, “ორჰუსმა”, სადაც დავით დევდარიანი, დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე გამოდიან, სტუმრად “ვესტსიელანდს” 2:0 მოუგო.
სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დევდარიანმა მატჩი ბარძაყის ტრავმის მიზეზით გამოტოვა. ვაწაძე გასული სეზონიდან მოყოლებული ტრავმირებულია და ჯერ ვარჯიში არ დაუწყია.
გერმანიის მე-3 ლიგაში, “ჰალეშერმა”, რომელშიც აკაკი გოგია გამოდის, მე-2 ტურში სტუმრად “როტ-ვაისთან” 0:3 წააგო. გერმანული პასპორტის მქონე ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლად ითამაშა და 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ბელარუსის პრემიერლიგის მე-18 ტურში, ბრესტის “დინამომ” საკუთარ მოედანზე “მინსკს” ვერ მოუგო – 1:1. უჩა გოგოლაძე ბრესტელთა სასტარტოში იყო და 65-ე წუთზე დათა სიჭინავამ შეცვალა. ოთარ ჩაფიძე “დინამოს” 18-კაციან განაცხადში არ იყო. ბრესტელებს 17 ქულა აქვთ და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზე არიან.
ყაზახეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში, “ატირაუმ”, რომლის ღირსებასაც გიორგი ფეიქრიშვილი იცავს, შინ “აკჟაიკს” 1:0 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა ორი ტაიმი ითამაშა. “ატირაუს” 24 ქულა აქვს და 12 გუნდში მერვეა.
მოლდოვის ჩემპიონატის სტარტზე, ტირასპოლის “შერიფი”, რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, თავის მოედანზე კიშინიოვის “ზიმბრუს” დაუზავდა, სადაც თორნიკე სტეფნიაშვილი თამაშობს. ეს უკანასკნელი, მოედანზე 65-ე წუთზე შეცვლაზე გამოჩნდა.
პორტუგალიის ლიგის თასზე, ლიგა დე ონრაში (პირველი ლიგა) მოასპარეზე “ოლივეირენსემ” გასვლაზე “მორეირენსესთან” 0:4 წააგო. “ოლივეირენსეში” ავთო ებრალიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.
ლუცკის “ვოლინში” დებიუტი ჰქონდა თემურ ფარცვანიას. უკრაინის პრემიერლიგის მე-3 ტურში, ლუცკელები ზაპოროჟიეში ადგილობრივ “მეტალურგთან” 0:3 დამარცხდნენ და ფარცვანია შეცვლაზე მე-40 წუთზე შევიდა. შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში, ის კიევის “დინამოდან” “მეტალურგში” იყო განათხოვრებული. 3 ტურის შემდეგ, “ვოლინს” 4 ქულა აქვს და 16 გუნდში მეცხრეა.
“სევასტოპოლმა” კიევში “დინამოსთან” 0:2 წააგო. დამარცხებულთა სამატჩო განაცხადში არ იყო მათე ღვინიანიძე, რომელიც, რაც სეზონი დაიწყო, სევასტოპოლელთა დუბლშემადგენლობაში ირჯება. “სევასტოპოლი” 1 ქულით მე-14 პოზიციაზეა.
ლატვიის ჩემპიონატის ლიდერმა რიგის “სკონტომ”, რომლის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, უშუალო კონკურენტ “ვენტსპილსთან” სტუმრად ქულა აიღო – 0:0. რიგელთა სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ქართველი ყოფილა. ლაშა დვალი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ირაკლი კლიმიაშვილი – 88-ეზე. ლადო დათუნაშვილი სათადარიგოთა შორის ყოფნით შემოიფარგლა. ლევან ჭაჭიაშვილი 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა.
თორნიკე თარხნიშვილი “ვენტსპილსის” სათადარიგოთა სკამზე კი იჯდა, მაგრამ მწვრთნელმა თამაშის საშუალება არ მისცა.
“სკონტო” 10-გუდნიან ჩემპიონატს 31 ქულით ლიდერობს, ხოლო “ვენტსპილსი” 29 ქულით მეორე ადგილზეა.
რუსეთის პირველი დივიზიონის მე-5 ტურში, ორენბურგის “გაზოვიკმა” ტულის “არსენალი” მიიღო და დაპირისპირება 2:2 დასრულდა. მასპინძელთა შორის, ზურაბ არზიანი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა. “გაზოვიკს” 9 ქულა აქვს და 19 გუნდში მესამეა.
“ნეფტეხიმიკმა” კალინინგრადის “ბალტიკას” უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მერაბ ურიდია მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. გიორგი შელიამ კი, “ბალტიკაში” შეუცვლელად ითამაშა. “ნეფტეხიმიკი” 1 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, “ბალტიკა” კი 8 ქულით მეექვსე.
ფინეთის იუკონენლიგაში, “კაიანიმ” გასვლაზე “იიპოსთან” 1:1 ითამაშა. “კაიანიში” კახა სამსონია შეუცვლელად გაისარჯა, ხოლო მის გუნდი, 10 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-10 ადგილზეა.
გარგჟდაის “ბანგა” ამხანაგურ მატჩში კლაიპედას “გრანიტასთან” 1:2 დამარცხდა. “ბანგაში” ერთადერთი გოლი ირაკლი ღერკენაშვილმა გაიტანა, რომელიც თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. თამაზ ჩარგეიშვილი სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. ვაჟა ბედოიძე თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო.
“ქასიმფაშამ”, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, ამხანაგურ მატჩში “ესქიშეჰირს” 1:0 აჯობა.