დანიის საფეხბურთო სუპერლიგის 33-ე ტურში, “ორჰუსმა”, სადაც დავით დევდარიანი, დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე ირჯებიან, “მიდტიულანდთან” გასვლითი თამაში ბოლო 8 წუთში წააგო.
“ორჰუსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მიდტიულანდელმა ანდერსონმა ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს, დევდარიანის გადაცემის შემდეგ, სხირტლაძეს გატანა შეეძლო, მაგრამ ბურთი კარს გადაცდა. მეორე ტაიმი 3 წუთის დაწყებული იყო, რომ დევდარიანის დარტყმის შემდეგ, მასპინძელთა მეკარემ ბურთი მოიგერია და დამატებაზე სხირტლაძემ ზუსტად დაარტყა – 1:1.
61-ე წუთზე, კურემ “ორჰუსი” დააწინაურა - 2:1. თუმცა, 82-ე წუთზე, იგბოუნმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90-ეზე სვიატჩენკომ მასპინძლებს სამი ქულა მოუტანა – 3:2. სხირტლაძემ და დევდარიანმა შეუცვლელად ითამაშეს. სხირტლაძემ 88-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ვაწაძე ტრავმირებულია და არ უთამაშია. “ორჰუსმა” 41 ქულა დააგროვა და 12-გუნდიანი ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა.
განვლილ სეზონში დევდარიანმა 26 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. სხირტლაძემ 20 თამაშში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. ვაწაძემ 13 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის ქვედა ექსვეულის დასკვნით ტურში, თოვუზის “თურანმა” საკუთარ მოედანზე “სუმგაითს” 2:1 აჯობა და გამარჯვებულებში ერთი გოლი საკუთარ ანგარიშზე დავით ჯანელიძემ ჩაიწერა.
ქართველმა თავდამსხმელმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და მე-17 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. “თურანმა” 30 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა ადგილი დაიკავა, რაც იმის მაუწყებელია, რომ პირველ ლიგაში გავარდა.
იგივე ბედი ეწია განჯის “ქიაფაზს”, რომელშიც გიორგი სეფიაშვილი გამოდის. განჯელებმა გასვლაზე “ხაზარ-ლენქორანთან” 0:4 წააგეს და ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა. საბოლოოდ, “ქიაფაზმა” ჩემპიონატი 19 ქულითა და ბოლო ადგილით დაასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://trophymanager.com/?c=2993807')>0?'http://trophymanager.com/?c=2993807':'http://trophymanager.com/?c=2993807')) გადადი ლინკზე დარეგისტრირდი შექმენი შენი გუნდი გააკეთე ტრანსფერები ითამაშე ლიგაში ადი მაღალ დივიზიონებში მოიგე ლიგა თასი და დაიპყარი მსოფლიო
დვალიშვილს 2 ივნისს გადამწყვეტი თამაში ელის ჩემპიონატში და მაგიტო არ დაუძახა.
stripslashes((strlen('http://www.agf.dk/agf-fodbold/agf-tv/fc-midtjylland-agf-20-maj-2013/')>0?'http://www.agf.dk/agf-fodbold/agf-tv/fc-midtjylland-agf-20-maj-2013/':'http://www.agf.dk/agf-fodbold/agf-tv/fc-midtjylland-agf-20-maj-2013/'))
stripslashes((strlen('http://trophymanager.com/?c=2773823')>0?'http://trophymanager.com/?c=2773823':'http://trophymanager.com/?c=2773823'))
საუკეთესო ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი მსოფლიოში, შექმენი შენი გუნდი, გადზლიერდი ტარანსფერებით, აიყვანე საკუთარი აკადემიიდან ახალგაზდები და აქციე ვარსკვლავებათ, გააუმჯობესე ინფრასტრუქტურა, დაწინაურდი საქართველოს უმაგლეს ლიგაში და მოიპოვე ტიტული, ითამაშე ევროთასებზე( ჩემპიონტა ლიგა და ევროპა ლიგა) და ბოლოს ჩაიბარე საქართვლოს ნაკრები 2წლის ვადით როგორც მთავარმა მწვრთნელმა
დვალიშვილს არ დაუძახა? :O
არა
მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“), ომარ მიგინეიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი მაკარიძე („ლე მანი“, საფრანგეთი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე („კრივბასი“, უკრაინა), ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი“, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), დავით კვირკველია, გულვერდ თომაშვილი („დილა“, გორი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ფოფხაძე („ბაქი“, აზერბაიჯანი), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), სოლომონ კვირკველია („რუბინი“, რუსეთი)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია („კარპატი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე („დნიპრო“, უკრაინა), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“ მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე („ილიჩევეცი“, უკრაინა), მერაბ გიგაური, ელგუჯა გრიგალაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ირაკლი მაისურაძე („დილა“, გორი), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), დავით დევდარიანი („ორჰუსი“, დანია), თორნიკე გორგიაშვილი („ზესტაფონი“)
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი („ბოხუმი“, გერმანია), ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია)
აუუუუუუუუუუუ ორი ტრამვიანი ფორვარდი გამოიძახა გელაშვილს მემგონი 1 კვირაა რაც ტრამვა მოურჩადა 20 წუთზე მეტი არ უთამაშია მჭედლიძე და დვალიშვილი გამოეძახებინა ბლიად::::
საღოლ დათო ! წარმატებები !