ჭადრაკი

19:38 | 4.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

სწრაფ ჭადრაკში ევროპის ქალთა პირველობას ქუთაისი უმასპინძლებს

საფრანგეთის ქალაქ ექს ლე ბენში დასრულებულ მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-12 ჩემპიონატის პარალელურად, ევროპის საჭადრაკო კავშირის კონგრესი გაიმართა, რომლის მსვლელობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გია გიორგაძეც მონაწილეობდა.
აღნიშნულ კონგრესზე ოფიციალურად გაფორმდა კონტრაქტი ევროპის საჭადრაკო კავშირსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის, ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატისა და ასევე ქალთა შორის, სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. ინდივიდუალურ ჩემპიონატს, 6-18 მაისს - თბილისი (“შერატონ მეტეხი პალასი”), ხოლო სწრაფ ჭადრაკში, 19-22 მაისს ქუთაისი (განახლებული ოპერის და ბალეტის თეატრი) უმასპინძლებს.
ვინაიდან წელს ორი ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთ გზის ჩემპიონების – ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის იუბილეა, აღნიშნული ჩემპიონატები საქართველოში მათ საპატივცემულოდ ტარდება.
აღნიშნული კონტრაქტის გარდა, ექს ლე ბენის კონგრესზე განიხილეს სატურნირო დებულებების ცვლილებები, კავშირის ბიუჯეტის განხილვა და 2012-2013 წლების საჭადრაკო კალენდრის ძირითადი ტურნირების მასპინძელი ქვეყნების წარდგენა-დამტკიცება.
2012 წლის ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებს - ჩეხეთი, ხოლო საკლუბო ჩემპიონატს ისრაელი უმასპინძლებს.

2013 წლის ევროპის გუნდური ჩემპიონატის მასპინძლობა კი პოლონეთმა იკისრა.
აგრეთვე, შეიქმნა სპეციალური კომისია სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესასწავლად და მომდევნო კონგრესის მოსამზადებლად.
 

 

როლანდ ლაბუჩიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094713