ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში, რომელშიც უძლიერესის ვინაობას ბულგარელი ვესელინ ტოპალოვი და ინდოელი ვიშვანათჰან ანანდი არკვევენ, გასამართი ერთადერთი პარტიაღა დარჩა, ანგარიში კი საყაიმოა – 5.5:5.5.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე დაპირისპირების მე-11 პარტიაში პარტიაში თეთრი ფიგურებით ანანდი ირჯებოდა, თუმცა, წარმატების მიღწევა ვერ შეძლო და 65-ე სვლაზე ყაიმს დაჰყაბულდა.
საჩემპიონო შეხვედრაში კლასიკური სისტემით, ერთი პარტიაღა შედგება – 11 მაისს თეთრებით უკვე ტიპალოვი ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ სატიტულო მატჩი დროის კლასიკური კონტროლით მიმდინარეობს: 2 საათი 40 სვლაზე, საათი მომდევნო 20 სვლაზე და 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 61-დან თითო სვლაზე 30 წამის დამატებით.
შეხვედრის ყაიმით დასრულების შემთხვევაში, მეტოქეები სწრაფ ჭადრაკში ტაი-ბრეიკსა და ბლიცს ითამაშებენ. საჩემპიონო შერკინების საპრიზო ფონდი 2 მილიონი ევროა. აქედან გამარჯვებულს 1 200 000 ერგება, ხოლო დამარცხებული კი 800 000-ს მიიღებს.







