ფეხბურთი

20:11 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუშიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

 

ბოსნია-ჰერცეგოვინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საფეტ სუშიჩმა ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, სუშიჩმა შემდეგი 24 ფეხბურთელი შეარჩია:

მეკარეები: ასმირ ბეგოვიჩი (“სტოკ სიტი”, ინგლისი), იასმინ ფეიჟიჩი (“აალენი”, გერმანია), ასმირ ავდუკიჩი (“ბორაცი”, სერბეთი).

მცველები: ემირ სპახიჩი (“ლევერკუზენი”, გერმანია), სეად კოლაშინაცი (“შალკე”, გერმანია), ერმინ ბიშაკჩიჩი (“ბრაუნშვაიგი”, გერმანია), ოგნენ ვრანიეში (“ელაზიგსფორი”, თურქეთი), ტონი სუნიჩი (“ზორია”, უკრაინა), ავდია ვრსაევიჩი (“ჰაიდუკი”, ხორვატია), მენსურ მუიჯა (“ფრაიბურგი”, გერმანია), ერვინ ზუკანოვიჩი (“გენტი”, ბელგია).

ნახევარმცველები: ზვეზდან მისიმოვიჩი (“გუიჟუ”, ჩინეთი), ჰარის მედუნიანი (“გაზიანთეფი”, თურქეთი), მირალემ პიანიჩი (“რომა”, იტალია), სეიად სალიჰოვიჩი (“ჰოფენჰაიმი”, გერმანია), სენად ლულიჩი (“ლაციო”, იტალია), იზეტ ჰაიროვიჩი (“გალათასარაი”, თურქეთი), სენიად იბრიჩიჩი (“ერჯიესფორი”, თურქეთი), ედინ ვისკა (“ისთანბული”, თურქეთი), ტინო სუშიჩი (“ჰაიდუკი”, ხორვატია), მუჰამედ ბეშიჩი (“ფერენცვაროში”, უნგრეთი), ანელ ჰაჯიჩი (“შტურმი”, ავსტრია).

თავდამსხმელები: ედინ ჯეკო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ვედად იბიშევიჩი (“შტუტგარტი”, გერმანია).

ჩამოთვლილთაგან ბოსნიელთა თავკაცი მუნდიალზე 23 ფეხბურთელს წაიყვანს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096551