თამაშგარე

11:15 | 5.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

სუპერხუმარები

თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბს ჰყავს თავისი მთავარი ხუმარა, ანუ ადამიანი, რომელიც ყველაზე ხშირად არის კარგ ხასიათზე და სხვებსაც ართობს. ჩვენ ვსაუბრობთ ხუმარაზე და არა მასხარაზე. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ფეხბურთში არც მასხარების ნაკლებობაა...

ყველამ კარგად იცის, რომ ტურინის ”იუვენტუსის” ოფიციალური ხუმარა, მეკარე ჯიჯი ბუფონია, რომელიც სულ იმის ცდაშია, რომ თანაგუნდელებს სასაცილო ოინები მოუწყოს და შემდეგ ამაზე იხალისოს. მადრიდის ”რეალში” ეს ”ფუნქცია” პეპეს აქვს დაკისრებული, რომელიც კარგი იუმორის გრძნობით გამოირჩევა. კატალონიის ”ბარსელონაში” კი თუ კარგი ახალი ანეკდოტის მოსმენა გინდათ, კარლეს პუიოლთან უნდა იმეგობროთ.
ლეგენდარული ოლივერ კანის დიდი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, მიუნჰენის ”ბაიერნში” ხუმარის ”ვაკანსია” კარგა ხნის მანძილზე თავისუფალი იყო, თუმცა ახლა ბავარიული გიგანტის მთავარი ხუმარა, ბრაზილიელი რაფინია გამხდარა. რაც შეეხება ინგლისურ კლუბებს – ”მანჩესტერ იუნაიტედში” ამ ტიტულს პოლ სქოულზი წლებია არავის უთმობს. ლონდონის ”არსენალში” კი, იუმორის ყველაზე კარგი გრძნობა ”მეთოფეების” მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს ჰქონია.
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.092276