კალათბურთი

22:07 | 22.09.2014 | ნანახია 1949 - ჯერ

სუპერლიგის მონაწილეთა სია 8-მდე შეივსო

22 სექტემბერს ამოიწურა კალათბურთის ფედერაციაში 2014-15 წლების სეზონში მონაწილეობის მსურველი გუნდების განაცხადის შეტანის ვადა. „დინამოს“, „ქუთაისი-2010“-ის, „არმიას“, „ბათუმი-რსუს“, „რუსთავის“, „ოლიმპისა“ და „სოხუმის“ შემდეგ, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი „შსს აკადემია“ მე-8 გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონში მონაწილეობის სურვილი წერილობით დააფიქსირა.

ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „შსს აკადემიას“ მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონი 18 ოქტომბერს „დუდუ დადიანის“ მემორიალით გაიხსნება, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, 25 ოქტომბერს საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:40 | 23.09.2014
Gia_Volski (57)

CHEMPIONI RVAVE GUNDI XDEBA )

10:04 | 23.09.2014
BEERTRANCE (97819)

კიდე კაი 8 გუნდი მაინც რო შეიკრიბა, იმედია ყველა ნორმალურად ჩაამთავრებს ჩემპიონატს ფინანსური სირთულეების გარეშე.

09:50 | 23.09.2014
THUG_LIFE (6436)

პლეიოფში 8 გუნდი გადის?

10:13 | 23.09.2014
chelidze (5010)

10:05 | 23.09.2014
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDD

22:58 | 22.09.2014
chelidze (5010)

შამპანიური გახსენით

22:20 | 22.09.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

რვა გუნდით შეიძლება დაწყება.

0.06433