ჭადრაკი

15:05 | 27.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

სულაშვილს უკრაინელამდე ქულა აშორებს

საბერძნეთის ქალაქ პალეოჰორაში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი 3rd International Paleochora Open 2010, რომელშიც ქართველი მოჭადრაკეები მალხაზ სულაშვილი (2498), ბელა ხოტენაშვილი (2423), ნინო ბაციაშვილი (2383), ანა გავაშელი (2168) და ალექსანდრა ვახანია (2199) თამაშობენ.
6 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით უკრაინელი დიდოსტატი იური კრივორუჩკო (2609) დაწინაურდა, 5.5 ქულით II-III ადგილებს კი სერბი მიშა პაპი (2509) და რუსი ანდრეი რიჩაგოვი (2538) ინაწილებენ.
ქართველთაგან საუკეთესო შედეგის (5.0) მქონე სულაშვილმა გასულ ტურში ბერძენი გუმასი (2298) დაამარცხა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.
4.5 ქულით 24-ე საფეხურზე იმყოფება ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი 4.0 ქულით 33-ეა, ასეთივე შედეგის მქონე გავაშელს კი 56-ე პოზიცია უკავია. ჩვენებურთაგან ყველაზე სუსტად ვახანია ასპარეზობს. იგი 3.5 ქულით 71-ე ადგილზეა.
მე-7 ტურში ქართველთაგან შავი ფიგურებით მხოლოდ სულაშვილი ითამაშებს. მისი მეტოქე რუსი ხარიტონოვი (2548) იქნება. ხოტენაშვილი თეთრებით ევგენი ვორობიოვს (რუსეთი, 2592) დაუპირისპირდება, გავაშელი – დ’კოსტას (ინგლისი, 2456), ბაციაშვილი – ვილარს (ესპანეთი, 2209), ხოლო ვახანია – ჰრისტოდოულაკის (საბერძნეთი, 1862).
ბერძნულ ტურნირში სულ 237 მოჭადრაკე ირჯება და ის 9 ტურად მიმდინარეობს. საპრიზო ფონდი 8 300 ევროა, საიდანაც გამარჯვებულს 2 200 ევრო ერგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093988