საერთაშორისო სტუდენტური ლიგის მერვედფინალში მოასპარეზე თბილისის სტუ-ს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და მოსკოვის რსუ-ს (რუსეთის სამართლის უნივესიტეტი) პირველი შეხვედრა თბილისში მოსკოველთა გამარჯვებით დასრულდა – 98:88. რაც შეეხება საპასუხო შეხვერას, რომელიც 3 მარტს მოსკოვში უნდა ჩატარებულიყო, არ შედგა, რადგან ქართველმა კალათბურთელებმა მოსკოვში ჩასვლა ვერ მოახერხეს. “მსოფლიო სპორტთან” საუბარში სტუ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ნიკოლოზ დერიუგინმა განაცხადა:
“მოსკოვში კიევის გავლით უნდა გავმგზავრებულიყავით. ამ დროს უკრაინის დედაქალაქში არეულობა იყო. ვერც უკრაინელებმა და ვერც რუსებმა უსაფრთხოების გარანტია ვერ მოგვცეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსკოვში ჩასვლა ვერ მოვახერხეთ” – გვითხრა დერიუგინმა.
რაც შეეხება საერთაშორისო სტუდენტური ლიგის საიტს ISBL-Basket, იგი სტუ-ს და რსუ-ს მერვედფინალური სერიის საბოლოო შედეგის შესახებ არაფერს იტყობინება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სერიაში გამარჯვებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.