საერთაშორისო სტუდენტური ლიგის “ბ” ჯგუფში მოასპარეზე სტუ-მ, მოსკოვში მსუ-თან დამარცხების შემდეგ, რუსეთის სამხრეთის ქალაქ როსტოვში გადაინაცვლა, სადაც ადგილობრივ რესუ-ს (როსტოვის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერისტეტი) დაუპირისპირდა. აღნიშნული მატჩის ბედი მე-3 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა დიდი ანგარიშით – 24:7 მოიგეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 85:78 რესუ-ს სასარგებლოდ. ამ გამარჯვებით როსტოველმა კალათბურთელებმა თბილისში დამარცხებისთვის (81:99) რევანში აიღეს. აღსანიშნავია, რომ რესუ-ს კალათბურთელებმა მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებული 8 შეხვედრიდან პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა მასპინძელთა წარმომადგენელმა კოსინოვმა დააგროვა, რომელსაც სტუ-ს წევრი ირაკლი ალხანაიძე ერთი ქულით ჩამორჩა. სტუ მომდევნო შეხვედრას ისევ როსტოვში, 18 დეკემბერს, 17:00 საათზე ჩაატარებს და ადგილობრივ რსფუ-ს (როსტოვის სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტი) დაუპირისპირდება.
რესუ-სტუ 85:78
(20:27, 22:17, 24:7, 19:27)