კალათბურთი

23:14 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტუ მეორედ დამარცხდა

 საერთაშორისო საკალათბურთო სტუდენტურ ლიგაში მოასპარეზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა რიგით მესამე შეხვედრა უკრაინის ქალაქ ხარკოვის საერთაშორისო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან ჩაატარა და უაღრესად დაძაბულ ორთაბრძოლაში 62:67 (11:22, 20:19, 19:8, 12:18) დამარცხდა.

ნიკოლოზ დერიუგინის დამოძღვრილი სტუ მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს კიევში, იქაური პოლიტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სტუდენტურ ლიგაში მოასპარეზე სტუ-მ ორი შეხვედრა უკვე ჩაატარა და ორივე თბილისში. სტუდენტები ჯერ მგუ-სთან (რუსეთი) 75:83 დამარცხდნენ, შემდეგ კი როსტოვის (რუსეთი) სფუ-ს (სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტი) დიდი ანგარიშით 90:71 მოუგეს.

0.116105