საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა, საერთაშორისო სტუდენტური ლიგის გათამაშება წარუმატებლად დაიწყო.
ტურნირის გახსნის მატჩი დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. სტუ-მ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და 75-83 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელები სტუდენტური ლიგის მომდევნო შეხვედრას კვირას, ხარკოვის უნივერსიტეტთან ჩაატარებენ.