კალათბურთი

20:24 | 18.12.2013 | ნანახია 1247 - ჯერ

სტუ-მ მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა

საერთაშორისო სტუდენტური ლიგის “ბ” ჯგუფში მოასპარეზე სტუ-მ (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), მსუ-სა (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და რესუ-თან (როსტოვის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი) წაგების შემდეგ, ამჯერად რსფუ (როსტოვის სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტი) 98:89 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება ვადაზე ადრე მოიპოვა. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 34 ქულა სტუ-ს მძიმე ფორვარდმა ირაკლი ალხანაიძემ დააგროვა. 29 ქულით მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი ილია სკაპენკო იყო. აღნიშნული გუნდების პირველი შეხვედრაც სტუ-მ მოიგო, რომელმაც მეტოქე თბილისში უფრო დამაჯერებელი ანგარიშით – 90:71 დაამარცხა.

ჯგუფური ეტაპი უკვე დაასრულა მსუ-მ, რომელიც პირველ ადგილზე იმყოფება. მსუ-თან ერთად მომდევნო ეტაპის საგზური ხსპი-მ (ხარკოვის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი) და სტუ-მ მოიპოვეს. მე-4 საგზურისთვის რსფუ და კპი (კიევის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი) იბრძვიან.

სტუ-ს ერთადერთი შეხვედრა ხსპუ-სთან აქვს დარჩენილი. ეს თამაში თბილისში ჩატარდება.

 

რსფუ-სტუ 89:98

(10:30, 33:221, 21:27, 25:20)

სატურნირო მდგომარეობა 18 დეკემბრისთვის

 

მსუ               10                   8                  2                   18                     
სტუ                   9 5 4 14
ხსპუ 7 6 1 13
კპი 8 3 5 11
რსფუ 8 2 6 10
რსეუ 8 1 7 9

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:05 | 19.12.2013
vdtrans (25)

ბოლო თამაში-როდის იქნება?

01:10 | 19.12.2013
buska (1193)

25 დეკემბერს არენაში 7 ზე-ა ხოლმე და ეხლა ჯერჯერობით არ ვიცი

21:01 | 18.12.2013
buska (1193)

stripslashes((strlen('http://isbl-basket.com/ru/game/687.htm#mbt:223-400$t&0=1')>0?'http://isbl-basket.com/ru/game/687.htm#mbt:223-400$t&0=1':'http://isbl-basket.com/ru/game/687.htm#mbt:223-400$t&0=1'))

0.068465