ფეხბურთი

15:33 | 7.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტოიჩკოვმა სოფიის ცსკა ჩაიბარა

 

1994 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ხრისტო სტოიჩკოვი სოფიის ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი გახდა. 47 წლის სპეციალისტმა ამ პოსტზე მილენ რადუკანოვი შეცვალა. გასულ სეზონში, ბულგარეთის ჩემპიონატში ცსკა მხოლოდ ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა, რამაც კლუბის ხელმძღვანელობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. სტოიჩკოვის თავკაცობით არმიელები პირველ ვარჯიშს 10 ივნისს ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობისას სტოიჩკოვი ცსკა-ში 1984-90, ასევე 1998 წელს თამაშობდა (შუალედში კი იყო შთამბეჭდავი კარიერა “ბარსელონაში”) და ბულგარეთის ჩემპიონატში 103 გოლი გაიტანა, გასულ სეზონში კი ის “ლიტეკსს” წვრთნიდა გუნდი მე-5 ადგილზე გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097317