ქართველი სპორტსმენები

2:40 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტამის ბრინჯაო ულან ბატორში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ულან ბატორის გრან პრის მეორე დღეს ორი მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილი პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და 300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა. ქალთა ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა ესტერ სტამმა კი ბრინჯაოს მედალთან ერთად 120 ქულაც მიითვალა. გადამწყვეტ შეხვედრაში სტამმა უზბეკ გულნოზა მატნიაზოვას საფინალო სირენამდე 38 წამით ადრე შესრულებული სუფთა გდებით სძლია.

0.120538