სხვა

9:57 | 19.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

სპორტსმენთა (და არა მარტო მათ) საყურადღებოდ - "კარდიოლა"

თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური ვითარება მკაფიოდ აისახება თითოეული ჩვენთაგანის ოჯახზე, ამ ოჯახის წევრზე – ადამიანზე, მის ჯანმრთელობასა და განსაკუთრებით, გულზე.
ადამიანის გული ერთ-ერთი ყველაზე სათუთი და ფაქიზი ორგანოა, რომელიც განუწყვეტლივ შრომობს (ძგერს, ფეთქავს) და სასიცოცხლო ჟანგბადსა და ენერგიას აწვდის მთელ ორგანიზმს.
დღეს, საკმაოდ გავრცელებულია გულის ქრონიკული უკმარისობა, რისკენაც მივყავართ დაგვიანებულ და არასათანადოდ ნამკურნალებ დაავადებებს. მაგალითად, გულის სარქველოვან პათოლოგიას, გულის იშემიურ დაავადებებს, ჰიპერტონიას, არითმიას და ა.შ.
გახშირდა შემთხვევები, როცა სპორტსმენები, გულსისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების გამო, პირდაპირ სარბიელზე იღუპებიან. მაგალითად, ფეხბურთში მომხდარი რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა ავიღოთ, როდესაც სპორტსმენები თამაშის დროს მოედანზე გარდაიცვალნენ: მარკ ვივიენ ფოე (კამერუნი, “ლიონი”), მიკლოშ ფეხერი (უნგრეთი, “ბენფიკა”), ანტონიო პუერტა (ესპანეთი, “სევილია”) და სხვა.
თანამედროვე მედიცინა ეძებს სიახლეებს, მკურნალობის ახალ მეთოდებს და მრავალწლოვანი დაკვირვებებისა და გამოცდის შემდეგ, მათ პრაქტიკაში ნერგავს. ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეში,  თითქმის ყველა დარგის მეცნიერება და ტექნიკაა ჩართული. მართალია, სიახლის დანერგვა რთული, ძალზე წინააღმდეგობრივი პროცესია, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა განხორციელდეს და იგრძნოს ავადმყოფის გულმა, რომელიც განუწყვეტლივ ყურადღებას, მოფერებასა და მკურნალობას საჭიროებს. AHA-ს (ამერიკის გულის ასოციაცია) სტატისტიკიდან გამომდინარე, საქართველოში გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა პათოლოგიით დაავადებული 910 ათასი ადამიანია. მათ შორის, 70 ათასი – გულის ქრონიკული უკმარისობით, რომელთგან, პირველივე წელს 20%, ხოლო 5 წლის განმავლობაში - 50% იღუპება. 65 წელზე მეტი ხნის ადამიანებში, ქალთა 70 და მამაკაცთა 80 პროცენტის შემდგომი სიცოცხლე 8 წელს არ აღემატება.
გულის დაავადებათა მკურნალობის უებარი საშუალებაა კკპ (კუნთოვანი კონტრ-პულსაცია), ანუ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების მკურნალობის არაინვაზიური (უსისხლო, არაქირურგიული) მეთოდი, რომელიც კლინიკურ-ამბულატორიულ ან ბინის პირობებში, შვეიცარულ აპარატ “კარდიოლას” მეშვეობით ხორციელდება. აღნიშნული მეთოდი, 5 ქვეყნის 14 ინსტიტუტში, 32 კვლევის საფუძველზეა გამოცდილი, 2008 წლიდან კი, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის კლინიკებში ინერგება.
“კარდიოლა” შვეიცარიაში შექმნილი და სერტიფიცირებული, კარდიოსინქრონიზირებული ელექტრო-სტიმულატორია, რომელიც  ჩონჩხის კუნთებს, გულის რიტმის სინქრონულად, ელექტრო-გაღიზიანების მეშვეობით ამუშავებს, რაც იწვევს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის რეგულირებას, ვეგეტატიური ნერვიული სისტემის დაბალანსებას, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას და სხვა.
ალბათ, ბევრისთვის უცნობია, რომ “კარდიოლას” შემქმნელი ქართველი მეცნიერი, იტალიის კარდიოლოგთა ასოციაციის პრემიის ლაურეატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ლერი ლაფანაშვილია, რომელმაც უცხოეთში ყოფნას, საქართველოში ცხოვრება ამჯობინა და თბილისის ოპერის გვერდით, (რეზო თაბუკაშვილის ქ. #27) კლინიკა “კარდიოსტილი” დააარსა.
ბატონ ლერის “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა.
- რით შეიძლება დაეხმაროს კლინიკა “კარდიოსტილი” სპორტსმენებს, რომლებსაც უაღრესად გადატვირთული სპორტული კალენდრის გამო, გულის პრობლემები შეექმნათ, ან შეიძლება ამ საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ?
- სპორტსმენებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ნებისმიერი სპეციალობისა და ასაკის ადამიანს ვურჩევდი გაიარონ ჩვენს კლინიკაში შემოწმება კარდიოვიზორზე. ფართო საზოგადოებისთვის უფრო გასაგები ენით რომ ვთქვათ, ეს არის გაუმჯობესებული კარდიოგრამა, რომელსაც შეუძლია გულის დაავადების საწყისი ფორმებიც კი გამოავლინოს და დროულად ვუმკურნალოთ პაციენტს. რაც შეეხება შემდგომ მკურნალობას, ტრადიციულ ფარმაკო თერაპიასთან ერთად, ავადმყოფს ვთავაზობთ პროცედურებს აპარატით “კარდიოლა”. ამ პროცედურების გამოყენებით, სპორტსმენის ფიზიკური მონაცემები უმჯობესდება. იზრდება ტოლერანტობა დატვირთვისა და რძის მჟავისადმი.
იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენს გადატვირთული კალენდარი აქვს, “კარდიოლას” მეშვეობით დაჩქარდება მის მიერ დახარჯული ენერგიის აღდგენა.
სპორტსმენთა შორის, ტრავმები ძალზედ ხშირია. ისიც ფაქტია, რომ ტრავმირებული სპორტსმენის სარბიელზე დაბრუნება ჭიანურდება. ამ პრობლემას ყველაზე კარგად “კარდიოლა” აგვარებს, ვინაიდან, მკურნალობისა და ვარჯიშის შერწყმა ხდება, ანუ ვარჯიში და მკურნალობა ერთდროულად მიმდინარეობს.
- გთხოვთ, მოიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, როცა “კარდიოლას” მეშვეობით სპორტსმენებს დაეხმარეთ.
- პირველი, ვინც “კარდიოლას” შესახებ გაიგო, მკურნალობა ჩაიტარა და პირველივე პროცედურის შემდეგ აზრი გამოთქვა, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის დამფუძნებელი, ვახტანგ მუსელიანი იყო. მისი სიტყვები ახლაც მახსოვს: “ერთდროულად, უაღრესად კარგად ნავარჯიშები და დასვენებული ვარ”. 2000 წლიდან ვთანამშრომლობ შვეიცარიის ოლიმპიური ნაკრების კლინიკასთან. “კარდიოლას” გავლენა სპორტსმენებზე, ძირითადად ამ კლინიკაში განხორციელდა. ჩავატარეთ მოსამზადებელი დაკვირვება ველომრბოლელთა იტალიურ კლუბ “საიკოსთან”, რომლის წევრებსაც ამის შემდეგ, გამძლეობა გაუუმჯობესდათ. 800 მეტრზე მორბენალი, ანდრე ბუხო (შვეიცარია) მანამდე შვეიცარიის ჩემპიონატში სულ მე-2 იყო, ხოლო იმ წელს, როცა დავეხმარეთ, ჩემპიონი გახდა.
- ახლა თუ გყავთ სპორტსმენი პაციენტები?
- ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ქართველი სპორტსმენები “კარდიოლათი” მკურნალობას ერიდებიან. არადა, როგორც ამ ცოტა ხნის წინათ გაირკვა, პეკინის 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ჩინელებმა თავიანთი სპორტსმენების მოსამზადებლად, კარდიოლას” წინამორბედი, პნევმომექანიკური აპარატი გამოიყენეს, რომელმაც გრანდიოზული შედეგი გამოიღო, რაც ჩინელების მიერ მოპოვებულ, გუნდურ პირველ ადგილში გამოიხატა.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სპორტსმენებთან, მათი სურვილის შემთხვევაში, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი.
- მაშინ, როცა ბევრი ქართველი უცხოეთში სამუშაოდ მიილტვის, რა იყო მიზეზი, რომ მსოფლიოს ისეთი განვითარებული ქვეყნიდან, როგორიც შვეიცარიაა, საქართველოში დაბრუნდით?
- საქართველოში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნაწილობრივ დავბრუნდი და შვეიცარიასთან კავშირი არ გამიწყვეტია. ვინაიდან, შვეიცარიაში “კარდიოლას” გულსისძარღვთა სისტემაში კვლევები დასრულდა, დავბრუნდი ჩემს სამშობლოში, რათა იგი კლინიკაში დავნერგო და საქართველოს მოსახლეობას დავეხმარო. ასევე ვფიქრობ, რომ აპარატი დავხვეწო და განვავითარო.
აქვე მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით, ბიზმესმენებს ვთხოვო, ნებისმიერი ფორმით შემომიერთდნენ, რათა “კარდიოლა” უფრო დავხვეწოთ და საქართველოში ვაწარმოოთ.
- თუ შეიძლება, გვიამბეთ თქვენს შესახებ.
- 1952 წლის 19 თებერვალს, დავიბადე უკრაინაში. მამა იყო სამხედრო პირი, ხოლო დედა ექიმი (გინეკოლოგი). მყავს ერთი და, ასევე ექიმი, რომელიც ჩვენს ფირმაში მუშაობს. ჩემთან ერთად, ისიც ფირმას ხელმძღვანელობს. ჩავაბარე რიგის (ლატვია) სამედიცინო ინსტიტუტში. მე-4 კურსიდან თბილისში გადმოვედი და 1975 წელს, დავამთავრე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი.
ვმუშაობდი ტყვარჩელში, აკარმარის მედსანნაწილში ქირურგად, ხოლო ტყვარჩელიდან, 1979 წელს, გადმოვედი თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, გულმკერდის ქირურგიის ლაბორატორიაში. 1984-88 წლებში მოსკოვში, ასპირანტურაში ვსწავლობდი, ბატონ ლეო ბოკერიას ხელმძღვანელობით. 2000 წელს, წავედი შვეიცარიაში, სადაც ინვენსტორებთან ერთად, დავაფუძნეთ კომპანია “კარდიოლა”, რომელმაც 8 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გაიღო კუნთოვანი კონტრ-პულსაციის მეთოდის დასამტკიცებლად და აპარატის დასახვეწად.
ხაზი მინდა გავუსვა - “კარდიოლას” მე-3, მე-4, მე-5 თაობის აპარატები სერთიფიცირებულია ევროპაში და ნებადართულია მედიცინაში გამოსაყენებლად.

 

P.S. “კარდიოლა”, ანუ კუნთოვანი კონტრ-პულსაციის აპარატი, წარმოადგენს კარდიოსინქრონიზირებულ კუნთების ელექტროსტიმულატორს, რომლის მეშვეობითაც,   გულთან მიმართებაში კუნთების მუშაობა ხდება(იგულისხმება, გულთან მუშაობა სინქრონულ და საწინააღმდეგო ფაზაში).
კკპ-ის (კუნთოვანი კონტრ-პულსაციის) ბიომექანიზმი
ძირითადი:
1. ჟანგბადის მოთხოვნილების შემცირება – პოსტდატვირთვისა და სისხლძარღვთა სისტემური სისტოლური წინააღმდეგობის შემცირების შედეგად;
2. ჟანგბადის მიწოდების მატება – კორონარული პერფუზიის გაძლიერება – პულსის რეტროგრადული ტალღის რეზონანსის გამო.
მეორადი:
1. კუნთების აქტიური ტრენინგი პასიურ მდგომარეობაში, გულის და სახსრების დატვირთვის გარეშე;
2. რეგიონალური სისხლის მიმოქცევისა და ქსოვილების პერფუზიის გაძლიერება;
3. პრე-დატვირთვის მატება (მხოლოდ თუ სასურველია!) ვენური ნაკადის გაძლიერების შედეგად, როდესაც კუნთების შეკუმშვა ძლიერი და მასიურია.
კკპ რეკომენდირებულია:
1. მულტიფოკალური ათეროსკლეროზის დროს;
2. ინვაზიური მეთოდების არაეფექტურობის ან მათი უკუჩვენებების შემთხვევაში;
3. ხანდაზმულ ავადმყოფებში ინვაზიური მკურნალობის რისკის ასაცილებლად;
4. ფარმაკოთერაპიასთან ერთად, ურთიერთეფექტის გასაძლიერებლად.
კკპ-ს თან ახლავს სწრაფი და მდგრადი შედეგი, უმტკივნეულობა და უსაფრთხოება, პროცედურის თანმხლები კომფორტი და პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა. კკპ არათუ ხელს არ უშლის, პირიქით – ხელს უწყობს წინამორბედი მეთოდების ეფექტურობას.
 

 

როლანდ ლაბუჩიძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123692