სკანდალები რომ მხოლოდ შოუბიზნესისათვის არ არის დამახასიათებელი, ამაში ახლავე დარწმუნდებით. ინდოეთის შტატ ბენგალიის პოლიციამ ცნობილი მორბენალი ქალი პინკი პრამანიკი გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. დაზარალებულმა განაცხადა, რომ ცნობილი მძლეოსანი სინამდვილეში ქალი კი არა, კაცია!
პინკი პრამანიკის კარიერული წინსვლა 2006 წელს დაიწყო, როცა ის სამხრეთაზიურ თამაშებზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა 400 და 800 მეტრზე რბენაში. ალბათ, უფრო მეტი წარმატებითაც გააგრძელებდა კარიერას, რომ არა ფეხის ტრავმა, რომელიც 2007 წელს მიიღო.
სპორტსმენს სამედიცინო კომისიის მიერ გამოკვლევები ჩაუტარდა და ბრალი ამის შემდეგ წაუყენეს. პინკი პრამანიკი კი, ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ეს შეთქმულებაა მის წინააღმდეგ. წარმოუდგენელია, თუ სპორტსმენი “ქალბატონია”, მამაკაცური ღირსება დამალო და ასეთი განცხადება გააკეთო...







