თამაშგარე

12:25 | 21.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის დედოფლები

მსოფლიოს მრავალი სპორტული თუ არასპორტული ჟურნალი და ვებ–გვერდი, ყოველ წელს ატარებს გამოკითხვას, პლანეტაზე ყველაზე სექსუალური ქალი სპორტსმენების გამოსარკვევად. სპორტული მიღწევებისაგან (რაც ელემენტარულად, მოპოვებული ტიტულებითა და გამარჯვებებით გამოიხატება) განსხვავებით, სექსუალურობის რეიტინგი და განსაზღვრება, რა თქმა უნდა, ყოველთვის სუბიექტური და ხშირად არარეალურია.

ამას ისიც ადასტურებს, რომ არგენტინული ჟურნალის – “ოლეს“ ვერსიით, რუსი ჩოგბურთელი, ანა კურნიკოვა, თითქმის ყოველ წელს პლანეტის ყველაზე სექსუალურ სპორტსმენ ქალად სახელდება. ეს მაშინ, როდესაც “შეუიარაღებელი“ თვალითაც კარგად ჩანს, რომ კურნიკოვას, თუნდაც მისი თანამემაულე, რუსი სპორტსმენი  ქალები არც სილამაზითა და არც სექსუალურობით არ ჩამოუვარდებიან. რომ აღარაფერი ვთქვათ, სხვა ქვეყნის წარმომადგენელ სპორტსმენ ლამაზმანებზე.

გთავაზობთ, არგენტინული ჟურნალის მიერ დადგენილ ლამაზმან სპორტსმენთა სამეულს და თავად განსაჯეთ, რამდენად ობიექტურია იგი: 

1. ანა კურნიკოვა – ჩოგბურთელი
2. მარია შარაპოვა – ჩოგბურთელი
3. ანა რავსონი – მეგოლფე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092474