26–ე ეროვნული ჩემპიონატისთვს მზადება ცხინვალის "სპარტაკმა" 15 ივნისს დაიწყო. ორჯერადი ვარჯიშების ფონზე, კახი კაჭარავას გუნდმა 27 ივნისს პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ამ ამხანაგურ მატჩში სპარტაკელთა მეტოქე, 2013–2014 წლების სეზონის მე–4 ადგილოსანი და ამავე დროს თასის ფინალისტი საჩხერის "ჩიხურა" გახლდათ. ცნობისათვის, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაკედონიის ვიცე–ჩემპიონ "ტურნოვოსთან" 3 ივლისის მატჩის წინ, "ჩიხურასთვის" ეს დასკვნითი საკონტროლო შეხვედრა გახლდათ.
მოგეხსენებათ, "სპარტაკში" სელექციის პროცესი გრძელდება და შესაბამისად, გუნდში არაერთი ფეხბურთელი გადის სინჯებს. ცხინვალელთა თავკაცმა კახი კაჭრავამ ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩნის შესაძლებლობა. თავიდანვე უნდა აღინიშნოს ის, რომ საჩხერლებთან ამხანაგურ მატჩში, ცხინვალელთა რიგებში მსუბუქი ტრავმის გამო არ უთამაშია გამოცდილ მცველ გივი კვარაცხელიას, რომლის "სპარტაკში" თამაში გადაწყვეტილი ამბავია.
"ჩიხურასთან" მატჩს, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე, "სპარტაკის" დამაარსებელ დიმიტრი სანაკოევთან ერთად, კლუბის ახალი პრეზიდენტი მურთაზ შელია და სპორტული დირექტორი გიორგი ქინქლაძე ესწრებოდნენ.
ამ ამხანაგური შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც "სპარტაკში" სინჯებზე მყოფმა ბიძინა მახარობლიძემ გიორგი თექთურმანიძის პასით, თამაშის სტარტზე გაიტანა. ამ ერთის გარდა, ორივე გუნდს შეეძლო ბურთის გატანა, მაგრამ"ჩიხურას" კიპერთა მსგავსად, „სპარტაკის“ მეკარეებმა, ჯერ გიორგი ნადირაძემ, მერე კი სოსლან ნანიევმა საიმედოდ ითამაშეს.
სპარტაკი (ცხინვალი) – ჩიხურა (საჩხერე) – 1:0 (1:0)
27.06.2014. თბილისი. "მიხეილ მესხის" სათადარიგო სტადიონი. ამხანაგური მატჩი.
გოლი: 1:0 ბ. მახარობლიძე (3. გ. თექთურმანიძის პასით)
სპარტაკი: გ. ნადირაძე, ლ. ჭაფოძე (კაპ.), გ. კაჭკაჭიშვილი, დ. მაისაშვილი, გ. იოსელიანი, ა. კაჯაევი, ბ. თედეევი, გ. თექთურმანიძე, გ. ცერცვაძე, ბ. მახარობლიძე, ნ. კაჭარავა.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ს. ნანიევი, გ. სეფიაშვილი, ბ. მუმლაძე, ი. ლექვთაძე, ლ. კემუხტაშვილი, თ. მაქაცარია, ი. შენგელია, მ. ჯიშკარიანი, გაბრიჩიძე, მალანია, შინდაგორიძე.
მთ. მწვრთნელი: კახი კაჭარავა
ჩიხურა: გ. სომხიშვილი, შ. კაშია, გ. რეხვიაშვილი, ლ. ჭელიძე, ლ. ჩიკვაიძე, გ. ბეჭვაია, გ. დათუნაიშვილი, დ. ოდიკაძე, გ. კორიფაძე, გ. გაბედავა, ლ. კუჭუხიძე.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: მ. ქვილითაია, ბ. დეკანოიძე, თ. მუმლაძე, თ. ნადირაძე, ზ. ნადირაძე, გ. იაკობაშვილი.
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
www.fcspartak.ge






