კალათბურთი

21:19 | 12.10.2013 | ნანახია 1910 - ჯერ

“სოხუმმა” მესამე ლეგიონერი დაიმატა

 

დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯებულმა, “სოხუმმა” მესამე ლეგიონერი, ამერიკელი მძიმე ფორვარდი ჯერემი სიმონსი (11.08.89) დაიმატა, რომელსაც თამაში ცენტრის პოზიციაზეც შეუძლია.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ “სოხუმი” კარგ ფორმაში იმყოფება. გუნდმა 2013-14 წლების სეზონი კარგად დაიწყო - დუდუ დადიანის მემორიალი დამსახურებულად მოიგო.

აღნიშნულიდან გამომდინარე , “სოხუმი” 2013-14 წლების სეზონში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ სიმონსამდე “სოხუმმა” ჯოშუა ჯექსონი (აშშ, მალტა), პეტერ ივანიჩი (სერბეთი), ბექა ბექაური და ირაკლი გაბისონია დაიმატა. ძველი შემადგენლობიდან სერგო ათუაშვილის გარდა ყველა შეინარჩუნა.

 

http://www.interperformances.com/basket/detail_player_a.php?id=872


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:16 | 13.10.2013
drazen..petrovic (21)

ბათუმი ამოუცნობია ჯერჯერობით თამაში არ ქონიათ არავინ იცის რა გუნდია ამიტო არავინ ვწერთ

19:43 | 13.10.2013
Swaggy P (1309)

სოხუმი დინამო მართლაც კარგი იქნება მარა ბათუმს რატო არავინ თვლით ესეთი ცუდები არიან ის 3 ლეგიონერი?

20:14 | 13.10.2013
giorgi_asatiani12 (69)

ბათამიც გაძლიერდა რათქმაუნდა,თუმცა მარტო სამი კაცით რთული იქნება ამ გუნდებთან!!

16:26 | 13.10.2013
giorgi_asatiani12 (69)

სოხუმი-დინამო............

14:28 | 13.10.2013
Becks23 (1117)

მეტრეველი წავა და ძან ძლიერი გუნდია მაინც სოხუმი ჯოშუა,ჩლაიძე,ივანიჩი,ფოცხო,სიმონსი

09:20 | 13.10.2013
sardioni (335)

stripslashes((strlen('http://www.worldsport.ge/ge/page/sezoni-gaixsna')>0?'http://www.worldsport.ge/ge/page/sezoni-gaixsna':'http://www.worldsport.ge/ge/page/sezoni-gaixsna')) ვნახე .ეს არის 5 ოქტომბრის მასალა მსოფლიო სპორტში....აქ წერია მეტრეველზე ,რომ ის დროებით არის სოხუმში და ელოდება უცხოეთის ამბის გაგებას ...

09:16 | 13.10.2013
sardioni (335)

cavs (354) მეც დავინტერესდი მეტრეველის თემით და გავიგე რომ მანამდე პრესაში ყოფილა ინფორმაცია ამზე-ის ელოდება იტალიიდან თავისი კლუბის ამბავის გარკვევას და დროებით თამაშობსო სოხუმში..

22:49 | 12.10.2013
narazen (71)

stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=uFnf2gl0f5U')>0?'http://www.youtube.com/watch?v=uFnf2gl0f5U':'http://www.youtube.com/watch?v=uFnf2gl0f5U')) აი ისიც

01:30 | 13.10.2013
cavs (374)

საკმაოდ კარგი მოთამაშე ჩანს სუპერლიგის კვალობაზე, დინამო - სოხუმის დაპირისპირება ალბათ წენტრალური იქნება წლევანდელ სეზონში

22:36 | 12.10.2013
cavs (374)

კოლეჯის ფოტოებია. ესეიგი მეტრეველი წავიდა კლუბიდან...

21:43 | 12.10.2013
sabonis (9584)

ნბა-ში თამაშობდა თუ რა ფოტოები დევს?

0.063937