საქართველოს კალათბურთელთა 23-ე ჩემპიონატის მე-2 წრის მე-5 ტურში “ბათუმი-რსუ”-სთან შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა“სოხუმმა”, რომელსაც 6 თვეა ხელფასი არ მიუღია. მატჩის ჩაშლისათვის “სოხუმს” წაგება ჩაეთვალა (0:20), 0 ქულა დაეწერა და ჯარიმის სახით 3500 ლარის გადახდა დაეკისრა. თუ “სოხუმელი” კალათბურთელები ანალოგიური მიზეზით კიდევ არ ითამაშებენ, ისევ ტექნიკური წაგება ჩაეთვლებათ, ისევ 0 ქულა დაეწერებათ, ამჯერად 7000 ლარით დაჯარიმდებიან და გუნდი სუპერლიგის 2013-14 წლების სეზონიდან მოიხსნება.
“სოხუმმა” მასმედიისთვის აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
ირაკლი ჩლაიძე (გუნდის კაპიტანი): “დღევანდელი ნაბიჯი ჩვენთვის რთული გადასადგმელი იყო, მაგრამ სხვაგვარად არ შეგვეძლო. 6 თვის განმავლობაში ხელფასი არ მიგვიღია, მაგრამ აქამდე თავი არ დაგვიზოგავს. არსებობის განმავლობაში “სოხუმმა” ყველაზე კარგი შედეგი მიმდინარე სეზონში აჩვენა. მოვიგეთ დუდუ დადიანის მემორიალი, ვითამაშეთ ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში, სადაც სუპერლიგის ყველაზე ძლიერ გუნდთან, მიმდინარე ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “დინამოსთან” დავმარცხდით, თასის ნახევარფინალში რევანში ავიღეთ “დინამოსთან” და 29 მარტს ფინალი გვაქვს სათამაშო, სადაც სუპერლიგის კიდევ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს “ქუთაისი-2010”-ს უნდა შევხვდეთ. ამ ეტაპზე მინიმალური კვების თანხაც კი არ გვაქვს, აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს გუნდის ყველა წევრმა თქვა უარი თამაშში მონაწილეობაზე. შეიძლება ითქვას, რომ უპატრონოდ ვართ მიტოვებული. რადგან გუნდის პრეზიდენტი მინდია გულუა ვერ ახერხებს დაფინანსებას, ვთხოვთ ყველას, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, ნებისმიერ ბიზნესმენს, რომ “სოხუმი” დღევანდელი სიტუაციიდან გამოიყვანოს. სუპერლიგის გუნდებს ვთხოვთ თანადგომას, თუ სასიკეთოდ არაფერი შეიცვალა, მიმდინარე თვის 10 მარტს სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებთ, რომ 6 თვის ხელფასი და ის თანხა მივიღოთ, რაც გუნდს ამ ხნის განმავლობაში ვალის სახით დაუგროვდა. მადლობა “სოხუმის” ყველა იმ გულშემატკივარს, რომლებიც გვქომაგობდნენ და ბოდიშს ვუხდით იმისათვის, რომ ფინანსური პრობლემების გამო ჩემპიონატში ასპარეზობის გაგრძელებას ვეღარ ვახერხებთ...”
ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): “ჩლაიძემ ყველაფერი თქვა, რისი თქმაც შეიძლებოდა. მე დღეს სათამაშოდ ვიყავი განწყობილი, მაგრამ გუნდმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. დღესაც და ყოველთვის მე გუნდის გვერდით ვიქნები...”
თენგიზ პაჭკორია (“სოხუმის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი): “გასაგებია გუნდის დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ ნურც გუნდის პრეზიდენტ მინდია გულუას დავუკარგავთ დამსახურებას, რომელმაც 3 წლის განმავლობაში გუნდი საკუთარი ფულით შეინახა და მას მილიონნახევარ დოლარზე მეტი დაახარჯა. ამისთვის მას დიდი მადლობა ეკუთვნის, მაგრამ აგრეთვე ეკუთვნის საყვედური, რომ მიმდინარე სეზონში ვერ მოახერხა გუნდისთვის 6 თვის ხელფასის გაცემა. არა მგონია, ამ ეტაპზე სასამართლო გამოსავალი იყოს. წინა წლებში იყო შემთხვევები, როცა გულუამ ხელფასები რამდენიმე თვით დააგვიანა, მაგრამ ბოლოს ყველას თანხა ბოლომდე დაფარა. სასამართლო სად გაიქცევა. სარჩელის შეტანას კალათბურთელები ყოველთვის მოასწრებენ...”
ჯამლეთ ხუხაშვილი (კომენტატორი, “მაქაბის მთავარი მწვრთნელი): “ვუთანაგრძნობ “სოხუმს”, მაგრამ არა მგონია სასამართლო გამოსავალი იყოს. რადგან სეზონი დასასრულს უახლოვდება, უმჯობესია, დაასრულოთ. რა იცი, რა ხდება, იქნებ არ დაგჭირდეთ პრობლემის მოსაგვარებლად სასამართლოს ჩარევა...”
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მასმედიისთვის განცხადება გააკეთა სუპერლიგის დირექტორმა გიორგი ზაბახიძემაც: “უმაღლესი ლიგის გარდა, “სოხუმს” საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებშიც გამოყავს გუნდები, რომელთაც ფედერაციაში შესატანი თანხა ჯერაც არ გადაუხდიათ. არასაპატიო მიზეზით თუ “სოხუმი” სუპერლიგის კიდევ ერთ შეხვედრას გამოტოვებს, იძულებული ვიქნებით, ის ასპარეზობიდან მოვხსნათ. რაც შეეხება ასაკობრივ გუნდებს, ისინი მიმდინარე სეზონს დაასრულებენ. თანავუგრძნობთ “სოხუმს” და მის გულშემატკივრებს, მაგრამ სხვა ჩვენ არაფერი შეგვიძლია...”
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯამლეტა რა შუაშია, რეებს იძახიან არ ცრხვენიათ? რას ქვია სადაც ამდენი ითამასჰეს ბარემ დაამტავრონ მასინ ბარემ სუ ესე ითამასჰონ მტელი ცხოვრება
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ჯამლეთ ხუხაშვილი (კომენტატორი, “მაქაბის მთავარი მწვრთნელი): “ვუთანაგრძნობ “სოხუმს”, მაგრამ არა მგონია სასამართლო გამოსავალი იყოს. რადგან სეზონი დასასრულს უახლოვდება, უმჯობესია, დაასრულოთ. რა იცი, რა ხდება, იქნებ არ დაგჭირდეთ პრობლემის მოსაგვარებლად სასამართლოს ჩარევა...”
მიმდინარე თვის 10 მარტს სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებთ, რომ 6 თვის ხელფასი და ის თანხა მივიღოთ, რაც გუნდს ამ ხნის განმავლობაში ვალის სახით დაუგროვდა. გაიგეთ, რომ ამ გუნდს 6 თვის ხელფასი არ აუღიათ და რითი უნდა იარსებონ ამაზე პასუხი გაქვთ?
ლომებო, მიდით ბოლომდე, იბრძოლეთ და დაიცავით თქვენი უფლებები, ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ რომ სპორცმენები არ არიან მონები! თქვენ ნამდვილი გმირები ხართ! ვვამა ყ ობ თქვენით
ქეთო სპორტსმენები მონები კი არა ღორები არიან ისეთ ხელფასებს ითხოვენ წიგნზე ტვინდასხმულ პატრიოტებს არც მოელანდებათ
შენ დ---ს შ----ი! შე ღორის შვილო
შენ ძაან გაბოროტებული ხარ სპორცმენებზე რაღაც,ეტყობა გუნდში ვერ მოხვდი თავის დროზე
რა შუაშია ისეთ ხელფასებს ითხოვენ? არავინ არაფერს არ ითხოვს რასაც თავაზობენ იმაზე აწერენ კონტრაქტს, შენ ალბათ ძაან შორს ხარ გეტყობა, ისე ლაპარაკობ
ყველა თავის შრომის ნაყოფს უნდა იღებდეს და ამათი ხელფასი თუ ღორული გგონია, მაშინ ნბა-ს კალათბურთელების ხელფასებზე რაღას იტყვი? ელემენტარული საარსებო წყარო ჭირდებათ ამათაც ოჯახები ყავთ, როგორც შენ ძმაო. აბა დედაშენს მამაშენს და შენ 6 თვე ხელფასი არ მოგცენ, რას იზავ საინტერესოა! შენი თავი ჩააყენე ამათ ადგილას და ნუ გამოდიხარ აქ ირონიული ტექსტებით, ჩემი მეგობრები არიან და ვიცნობ და გული შემტკივა, და შენი ირონია ნაღდად არაა აქ საჭირო.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
მინდია გულუას მივმართავ! მეგობარო,ძმაო-შენ ნამდვილად ბევრი გააკეთე სოხუმის გუნდისთვის,მაგრამ წელს შენ ვერ გაართვე თავი ამ საქმეს!მიხედე გუნდს!!
ხაჭაპურის ფულიც არ მაქო აი დაღვრემილი რო ზის იმან მითთხრა
მანდ ყველა დაღვრემილია და რამდენი ხაჭაპურია საყიდელი?/
მოდი შეუგროვოთ ლარ ლარი ბიჭებს და ითამაშონ ამათგან ისე გამოვა კალათბურთელი როგორც ჩონგურისგან დენის გიტარა
DDD ისეთი დონეა ქართულ ლიგაში უნდა გააუქმონ დღე დღEზე
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!