კალათბურთი

20:51 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სოხუმი” ორი ლეგიონერის დამატებას აპირებს

 

“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე “სოხუმი” ორ-სამ კვირაში მინიმუმ ორი ლეგიონერის დამატებას აპირებს. ეს ლეგიონერები ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ქვეყნებიდან იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ “სოხუმმა” ბოლო, XXII ეროვნული ჩემპიონატში ახალგაზრდული შემადგენლობით იასპარეზა და სუპერლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ “სოხუმმა” ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი შეინარჩუნა და კიდევ ორი ლეგიონერების დამატებას აპირებს, ამ გუნდს, მომდევნო, XXIII ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთი საპრიზო ადგილის დაკავების კარგი შანსი აქვს.

0.117351