ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ”გურიის”'ფეხბურთელები ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას არ აპირებენ. ისინი მადლობას უხდიან გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და ერთგული ქომაგობისთვის, თუმცა ამდენი შეუსრულებელი დაპირების შემდეგ, ''”სიონთან”'შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
''სამწუხაროა, რომ არანაირი ხელშეწყობა არ აქვს კლუბს, რომელიც მესამე ადგილზე იმყოფება და ახლა დაშლის საფრთხის ქვეშ დგას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დაგვედო და დავდეთ კიდეც, თუმცა საპასუხოდ მხოლოდ დაპირებები მივიღეთ. ასე გაგრძელება შეუძლებელია'_ ეს ჩვენს საიტს ფეხბურთელებმა განუცხადეს და მთელი გუნდის სახელით გვთხოვეს მათი პოზიციის დაფიქსირება.
საფეხბურთო კლუბი “გურია”