ფეხბურთი

17:10 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერს მსურველები არ ჰყავს

სტამბულის “გალათასარაის” ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ სატრანსფერო წინადადებები არ აქვს. ჰოლანდიელი თურქულ გრანდში თავს კარგად გრძნობს.

“ჩემზე უკეთ არავინ იცის, მივიღე თუ არა სატრანსფერო წინადადებები. სადღეისოდ, ასეთი არაფერი ყოფილა. ჩემს შესახებ ჭორები ყოველი სატრანსფერო სეზონის დროს ვრცელდება. სატრანსფერო ფანჯრის დახურვას მოუთმენლად ველი, რადგან მინდა, ჩემზე საუბარი შეწყდეს. სტამბულელი ქომაგებითა და ამჟამინდელი გუნდით კმაყოფილი ვარ. აქედან წასვლის მიზეზი არ მაქვს”, - განუცხადა ნახევარმცველმა Beyaz TV-ს.

შეგახსენებთ, რომ ევროპული მედიასაშუალებები სნეიდერის სახელს “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებდნენ.

 

0.116907