თამაშგარე

15:33 | 10.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერს ცოლი მადრიდს ურჩევს

ჰოლანდიელი ფეხბურთელის – ვესლი სნეიდერის ცოლი, 26 წლის ჰოლანდიელი მოდელი - იოლანდა ვან კესბერგენი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუკი, მისი ქმარი დაჰყაბულდება ჟოზე მოურინიოს წინადადებას და მადრიდის “რეალში“ გადავა სათამაშოდ.
იოლანდას მადრიდში საკუთარი გეგმები აქვს და ვესლის წარმატებულ კარიერაზე არანაკლებად, ამ გეგმების განხორციელება სურს. ვან კესბერგენს ძალიან სურს ესპანეთში ცხოვრება და ამბობს, რომ ჰოლანდიის გარდა, სადაც კი იცხოვრებს,  ერთადერთი ქვეყანა ესპანეთია. ამას გარდა, იოლანდას (რომელმაც ტელეწამყვანობას თავი ცოტა ხნის წინ დაანება) თავისი სამოდელო სააგენტოც აქვს გახსნილი და ამ საქმიანობის ესპანეთში გაგრძელებაც სურს.
როგორც ცნობილია, ესპანურ კლუბებში თამაშის გადაწყვეტილება საკუთარმა ცოლებმა ბევრ ფეხბურთელს მიაღებინეს. ქალებს, როგორც წესი, ძალიან მოსწონთ ეს თბილი და ლამაზი ქვეყანა და ყოველთვის ცდილობენ, მათი ფეხბურთელი ქმრები სწორედ პირინეებზე ირჯებოდნენ და არა ცივ და პირქუშ ქვეყნებში - იქ ფეხბურთი რა თქმა უნდა ძალიან უყვართ, მაგრამ სულ სხვაა ესპანეთში ცხოვრება, სადაც ნოემბერშიც კი შეუძლია ადამიანს ზღვისპირა პლაჟზე წამოკოტრიალება.
ვესლი სნეიდერის გარშემო ჭორები ჯერ ისევ მრავლად ვრცელდება და ამ ეტაპზე, ბევრი რამ გაურკვეველია. მაგრამ, თუკი ნიდერლანდელი ფეხბურთელი მადრიდის გზას დაადგა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ მაინც იოლანდა ვან კესბერგენის დამსახურება იქნება, რომელსაც “მოდის ქალაქად“ სახელდებული მილანი რატომღაც არ ეპიტნავება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165121