იტალიური საფეხბურთო კლუბის, ბერგამოს “ატალანტას“ ფეხბურთელი ესეკიელ სკელოტო, რითი შეიძლება გამხდარიყო ყველასათვის ცნობილი და “ყვითელი პრესისათვის“ საინტერესო?! რა თქმა უნდა, მწვანე მინდორზე მისი გარჯა აქ არაფერ შუაშია.
სკელოტოს ბოლოდროინდელი განსაკუთრებული პოპულარობის მიზეზი, არგენტინული ფესვების მქონე იტალიელ მოდელთან, მარიანა დიარკოსთან რომანი და შემდეგ ამ ქალთან მეტად უცნაური დაშორება გახდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ესეკიელი სატრფოს მხოლოდ იმიტომ დაშორდა, რომ სკელოტოს მშობლებს სექსუალური მარიანა მაინცდამაინც არ მოეწონათ.
მართალია, თავიდან ბერგამოელმა მობურთალმა მშობლების რჩევები და ბრძანება გაითვალისწინა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ მარიანა დიარკო მისთვის მეტად მნიშვნელოვანი ქალი იყო და ძველი ურთიერთობების აღდგენას შეეცადა. დიარკო ესეკიელზე ნაწყენი კი იყო, მაგრამ გულისტკენა ადვილად დაივიწყა და ძველმა სიყვარულმაც ახალი ძალით იფეთქა.







