ფეხბურთი

16:31 | 31.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი ჰოლანდიაში: “ვიტესის” დირექტორმა განაცხადა, ჟორდანია თითების დაჭრით მემუქრებაო

უცნაური ამბავია: “ვიტესის” დირექტორმა იოსტ დე ვიტმა პოლიციას მიმართა, მერაბ ჟორდანია ხშირად მემუქრებაო. მან განცხადებაში დაწერა, თითქოს ჟორდანიამ შეაშინა, თითებს დაგაჭრიო. ამიტომაც, დე ვიტი თურმე დაცვის თანხლებით დადიოდა და მანქანაში საგანგაშო ღილაკიც დაამონტაჟა – წერენ ჰოლანდიური გამოცემები.

ასეა თუ ისე, იოსტ დე ვიტმა პოლიციას აცნობა, ჟორდანია მემუქრებოდაო და ქართველს “ვიტესის” სტადიონზე, ასევე, კლუბის ბაზა “პაპენდალზე” შესვლა 3 წლის განმავლობაში ეკრძალება.

თუმცა, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება. ჯერჯერობით, იოსტ დე ვიტს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმისა, რომ ჟორდანია მართლაც ემუქრებოდა. ჰოლანდიაში ამ ამბავზე გამოძიება დაიწყება.       

“დიახ, პოლიციაში ვიჩივლე. ყველაფერს აქვს საზღვარი. მე ოჯახი მყავს” – ამბობს დე ვიტი.   

“ვიტესის” ყოფილი მფლობელი ჟორდანია ბრალდებას უარყოფს და სასაცილოდ არ ჰყოფნის. მას არაერთხელ უთქვამს, რომ “ვიტესი” მის კარიერაში საუკეთესო პროექტია და ეს კლუბი შვილივით უყვარს.

“მე ჩემით არ წავსულვარ “ვიტესიდან”. კლუბი შვილივით მიყვარს და თქვენ ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ ადამიანმა შვილი მიატოვოს?”. – თქვა ადრე ჟორდანიამ.

0.105645