ფეხბურთი

15:03 | 10.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სკა-ენერგიამ” შინ “ტორპედოს” ვერ აჯობა

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის, 25-ე ტურის გადადებულ მატჩში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, რომლის მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელიაა, საკუთარ მოედანზე მოსკოვის “ტორპედოს” ვერ მოუგო – 1:1.

ხაბაროვსკელთა ქართველი ლეგიონერებიდან, გიორგი ნავალოვსკიმ და ოთარ მარცვალაძემ შეუცვლელად ითამაშეს. მათ მსგავსად სასტარტოში იყვნენ შოთა გრიგალაშვილი და გოჩა ხოჯავა – პირველი მათგანი 77-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე 71-ზე. ლაშა სალუქვაძე ტრავმირებულია და 18-კაციან განაცხადში არ იყო.

“სკა-ენერგიამ” ანგარიში 31-ე წუთზე, ევგენი ლუცენკოს დარტყმის შემდეგ გახსნა, “ტორპედოდან” კი, საპასუხო გოლი 37-ე წუთზე ნიკიტა ბეზლიხოტნოვმა გაიტანა.

ხაბაროვსკელებს 50 ქულა აქვთ და 17-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

 

 

თეგებიდარასელია
0.114916