ფეხბურთი

22:19 | 19.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძის გოლი, ქართველთა წაგებები რუსეთში

გერმანულ ბუნდესლიგაში ბერლინის ‘ჰერტამ” ლევან კობიაშვილის გარეშე ითამაშა “აუგსბურგთან” (0:0). 36 წლის ქართველს კოჭი აწუხებდა და ვარჯიშები გაუცდა. წინ კიდევ 3 ტურია და ლევანს თამაშის საშუალება მიეცემა – მას ბუნდესლიგაში 350 მატჩი აქვს ჩატარებული. “ჰერტა” მეათე ადგილზეა.  

ფინეთის ჩემპიონატში ირაკლი სირბილაძემ გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა 31-ე წუთზე გახსნა ანგარიში “ინტერ”-“სეინიაოკის” შეხვედრაში. სირბილაძის გუნდმა 2:1 იმარჯვა და 2 მატჩიდან 2 მოგება აქვს. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა. სირბილაძემ 3 დღის წინ ფინეთის თასზეც გაიტანა.

უკრაინის პრემიერლიგაში დავით თარგამაძის “ილიჩივეცმა” გასვლაზე 2:1 აჯობა “ჰოვერლას” და მეცხრე საფეხურზეა. თარგამაძემ 87 წუთი გაატარა მოედანზე და ერთ-ერთი ყველაზე აქტიურიც გახლდათ.

რუსეთში “ტომი”-“კრილია” 2:0 დასრულდა და ალეკო ამისულაშვილის გუნდი მე-13 ადგილზეა. ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მახაჩყალის “ანჟიმ” კი შინ 1:2 წააგო “ზენიტთან” – გია გრიგალავამ 90 წუთი ითამაშა, გაფრთხილებაც მიიღო ჰალკთან ორთაბრძოლის შემდეგ. “ანჟი” ბოლო ადგილზეა და 6 ქულით ჩამორჩება ბოლოდან მესამეზე მყოფ “ტომს”, პრემიერლიგის დასრულებამდე კი მხოლოდ 4 ტურია დარჩენილი.

0.117799