რუსეთის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (პირველი ლიგა) 25-ე ტურში, ნალჩიკის “სპარტაკმა”, სადაც ფორვარდი დავით სირაძე და ნახევარმცველი გუჯა რუხაია გამოდიან, სანკტ-პეტერბურგის “პეტროტრესტს” სტუმრად 2:0 მოუგო.
ქართველი ფეხბურთელები “სპარტაკის” სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ, სირაძე თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო რუხაიას მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ტრავმის მორჩენის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა. ნალჩიკელებს 38 ქულა აქვთ და 17 გუნდს შორის მე-5 ადგილზე იმყოფებიან.
ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა”, რომელშიც მერაბ ურიდია ირჯება, საკუთარ მოედანზე “სიბირთან” 0:1 წააგო. ურიდიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი გუნდი მე-8 ადგილზე იმყოფება.