ფეხბურთი

18:22 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირაძემ ითამაშა, რუხაია კვლავ არ სჩანს

ნალჩიკის “სპარტაკი”, სადაც დავით სირაძე და გუჯა რუხაია გამოდიან, რუსეთის პირველი დივიზიონის მე-7 ტურში, კრასნოიარსკის “ენისეისთან” სტუმრად 0:1 დამარცხდა.

განვლილ მატჩში ნალჩიკელთა ქართველი ფეხბურთელებიდან მხოლოდ სირაძემ ითამაშა, რომელიც მოედანზე შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა. რუხაია 18-კაციან განაცხადში არ იყო.

ამ მარცხის შემდეგ “სპარტაკს” 6 ქულა დარჩა და 19-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112973