ფეხბურთი

16:26 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სირაძე და რუხაია ნალჩიკელთა “ხერხემალი”

რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნალჩიკის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰასანბი ბიჯიევმა ინტერნეტპორტალ sportbox.ru-სთან საუბარში განაცხადა, რომ დავით სირაძე და გუჯა რუხაია გუნდის “ხერხემალი” არიან.

“ამჟამად, გუნდის “ხერხემალი” მეკარეები ნიკოლაი ციგანი და ალექსეი სტეპანოვი, ასევე დავით სირაძე და გუჯა რუხაია არიან, რომლებიც შარშანდლიდან დარჩნენ. ისინი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, ჩემი დამხმარეები” – განაცხადა ბიჯიევმა.

აქვე გეტყვით, რომ სირაძე ნალჩიკის “სპარტაკის” ვიცეკაპიტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128655