ფეხბურთი

22:36 | 18.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

,,სიონი“ უმაღლესში მარტვილში დარჩა

 

ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის ამ მატჩის შედეგი მხოლოდ სტუმრებისთვის იყო მნიშვნელოვანი. თუ „სიონი“ მოიგებდა, ყველანაირად იზღვევდა თავს, უმაღლეს ლიგაში ადგილს ინარჩუნებდა. თუ  ვერ მოიგებდა,  მისი ბედი პარალელურად რუსთავში მიმდინარე შეხვედრის შედეგზე რჩებოდა დამოკიდებული და მთავარი იყო, ბათუმის „დინამოს“ ვერ მოეგო „მეტალურგთან“, სხვა შემთხვევებში უმაღლესიდან ზღვისპირული კლუბი ვარდებოდა. ერთი სიტყვით, ბოლნისელებს უმაღლესში დარჩენის რამდენიმე ვარიანტი ჰქონდათ, მათგან ყველაზე ნაღდი და უპირობო, როგორც ვთქვით, დღევანდელ მატჩში გამარჯვება იყო და... საბოლოოდ, ქვემოქართლელები სწორედ ამ გზით დარჩნენ ჩვენი ფეხბურთის ზედა ეშელონში.

ბევრი ეჭვობდა, რომ უმოტივაციო „მერანი“  სხვისი გულისთვის მეტოქეს თავს არ შეაკლავდა და შეიძლება ითქვას, ეს ეჭვი ნაწილობრივ გამართლდა კიდეც. მარტვილელთა ძირითადში სამი (ლურსმანაშვილი, გეგია, მონიავა) დებიუტანტის გამოჩენით დადასტურდა, რომ  მასპინძლები ამ თამაშში უფრო საკუთარ თავზე,  ახალგაზრდების გამოცდაზე ფიქრობდნენ, ვიდრე სხვა რამეზე. ,,სიონს“ ამ მხრივ ნამდვილად  გაუმართლა.

მარტვილში ძალიან ცხელოდა, ამანაც და უვარგისმა საფარმაც დიდი გავლენა იქონიეს თამაშზე. მატჩი საკმაოდ დაბალ ტემპში დაიწყო და თითქმის მთელი პირველი ტაიმი ასე გრძელდებოდა.

ბოლნისელები კი მე-10 წუთისთვის დაწინაურდნენ. მასპინძლები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ. გიორგი მანწკავამ ბურთი დასარტყმელად დავით სვანიძეს დაუგორა, სტუმართა კაპიტანმაც კარისკენ გაგზავნა, არცთუ ძლიერად, ჯონი  შეროზიას, წესით და რიგით, არ უნდა გასჭირვებოდა დაჭერა, მაგრამ მას ბურთი ჯერ ხელებში გაუძვრა, მერე ფეხებშიც და ბადეში შეგორდა - 0:1.

ამის შემდეგ, სტუმრებმა შედარებით უკლეს აქტიურობას და თამაშმაც მათ ნახევარზე გადაინაცვლა, მაგრამ მასპინძლებს ტერიტორიული უპირატესობის გამოყენება ძალიან უჭირდათ. შესვენებამდე პირველი და ერთადერთი საგოლე მომენტი, ,,სიონის“ კართან  34-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც საბა ლომია ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყაწმდა კარში, მაგრამ ბურთი ხარიხას გადასცდა.

მე-2 ტაიმი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და 10 წუთის განმავლობაში, მათ 2-ჯერ მიეცათ ანგარიშის გაზრდის შანსი. სტანდარტულის შემდეგ, სვანიძე ამჯერად თავურით შეეცადა შეროზიას კარის დალაშქვრას, მაგრამ ახლოდან ააცილა მიზანს. მერე აკაკი მიკუჩაძემ სახიფათოდ გაისროლა საჯარიმოს გარედან, მაგრამ მარტვილელთა კიპერმა არ გაატანინა. სტუმართა ამ შეტევას, ,,მერანის“ საპასუხო იერიში მოჰყვა, რომლის შემდეგაც ანგარიში გაყაიმდა - მამუკა ტორონჯაძემ საკმაოდ შორიდან დაარტყა კარში, მირზა მერლანი  კი მოუმზადებელი აღმოჩნდა ბურთის მოსაგერიებლად.

10 წუთიც და ,,სიონი“ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დადგა. მერლანმა აკრძალულ ილეთს მიმართა მასთან პირისპირ დარჩენილი ბერდია შარვაძის შესაჩერებლად და არბიტრმა უყოყმანოდ მიათითა 11-მეტრიანი ნიშნულისკენ. პენალტის შესრულება მასპინძელთა გოლეადორმა საბა ლომიამ იკისრა და... მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში დამიზნებული ააცილა.

მერე კი მოხდა ის, რაც, სიმართლე გითხრათ,  ტრიბუნებზე არავის აღარ გაკვირვებია. შეროზიამ ლადო ახალაიას მიერ საშუალო მანძილიდან დარტმულს ვერ აუღო ალღო -1:2 ბოლნისელებმა შვებით ამოისუნთქეს. მერე შეცვლაზე შესულ ვილი ისიანს შეეძლო სტუმართა უპირატესობის გაზრდა, მაგრამ მისი დარტყმული ჯერ ძელმა აისხლიტა, მეორე შეთხვევაში  კი შეროზიამ დაიჭირა ბურთი.

არმაზ ჯელაძე: „ძალიან მძიმე თამაში იყო, უპირველეს ყოვლისა, ცუდი მინდვრის საფარიდან გამომდინარე.  ძალიან გვჭირდებოდა გამარჯვება.  კარგად დავიწყეთ და  მალე დავწინაურდით. მე-2 ტაიმში ბიჭებს დაღლილობა ემჩნეოდათ. დაცვის უყურადღებობით ბურთი მივიღეთ, მერე გაგვიმართლა და ჩვენს კარში დანიშნული პენალტი გაცუდდა. ამის შემდეგ მობილიზება მოვახერხეთ და თამაშიც მოვიგეთ. გასახარია, უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნეთ. მომავალ სეზონში უკეთესი შედეგისთვის ვიბრძოლებთ.“

მალხაზ ჟვანია: ,,გვქონდა საშუალება და ძირითადში აქამდე უთამაშებელი ახალგაზრდებიც დავაყენეთ. მართალია, ეს მატჩი ჩვენთვის უმოტივაციო იყო, მაგრამ მოედანზე სასეირნოდ არ გავსულვართ. მაყურებელი ხანდახან ზედმეტად ეჭვიანობს. სეზონი დავასრულეთ და ახლა მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ახალი სეზონისთვის მზადებას 21 ივნისიდან შევუდგბით.“

 

  „მერანი“(მარტვილი) – „სიონი“(ბოლნისი) – 1:2(0:1)

მარტვილი. „ცენტრალური“. 18 მაისი. 17 საათი. 400 მაყურებელი

„მერანი“: შეროზია, იობაშვილი, მონიავა, გეგია, დიდავა(კ, ბუკია, 29), ლურსმანაშვილი, ტორონჯაძე, ზაქრაძე(მელიავა, 70), კუჭუხიძე(შარვაძე,46), ს. ლომია, ქარქუზაშვილი

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

„სიონი“: მერლანი, ქემოკლიძე, სვანიძე(კ),ფოფხაძე, ელიავა, ჰაიდუჩეკი(საფირი, 72), მანწკავა, ჩივაძე(ისიანი, 59), მიკუჩაძე, ბიბილეიშვილი, ახალაია(უგულავა, 77)

 მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

გოლი: 0:1 სვანიძე, 1:1  ტორონჯაძე(60), 1:2 ახალაია (73)

70-ე წუთზე ლომიამ ვერ გამოიყენა პენალტი

გაფრთხილება: ჰაიდუჩეკი (25), მერლანი(70)

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, ი.უკლება, ლ.თოდრია, გ.დოგრაშვილი

I_VI ადგილებისთვის

ზუგდიდი – ტორპედო (ქუთაისი) 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 ბექა ტუღუში (18), 0:2 ნიკა ფირცხალავა (44), 0:3 მამია გავაშელიშვილი (57), 1:3 გიორგი გაბედავა (65), 1:4 გრიგოლ დოლიძე (78)

გაძევება: როინ ონიანი (“ზუგდიდი” 54)

 

დილა (გორი) – ჩიხურა (საჩხერე) 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 ნათან ჟუნიორი (10), 2:0 ლეონარდო რამოსი (30), 3:0 ნათან ჟუნიორი (33), 4:0 გოგიტა გოგუა (76)

 

დინამო (თბილისი) – ზესტაფონი 6:1 (3:1)

გოლები: 1:0 პეტერ გრაიციარი (15), 2:0 ჯაბა დვალი (17), 2:1 ბოტი დემელი (37), 3:1 უსტარიცი (40), 4:1 პეტერ გრაიციარი (62), 5:1, 6:1 ჩისკო (66, 74)

  1. დინამო (თბილისი)        32    24    6     2     88:23  78   
  2. დილა (გორი)                   32    22    2     8     60:26  68   
  3. ტორპედო (ქუთაისი)     32    19    7     6     57:30  64   
  4. ჩიხურა (საჩხერე)            32    17    6     9     49:38  57   
  5. ზესტაფონი                      32    12    6     14   35:38  42   
  6. ზუგდიდი                         32    10    6     16    31:52 36   

 

VII_XII ადგილებისთვის

მერანი (მარტვილი) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 დავით სვანიძე (8), 1:1 მამუკა ტორონჯაძე (62), 1:2 ლადო ახალაია (70)

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (ბათუმი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ვაჟა ქორიძე (90)

 

კოლხეთი (ფოთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ალექსანდრე ქორჩილავა (46), 2:0 ნიკოლოზ სიჭინავა (55)

 

  1. მეტალურგი (რუსთავი)   32    12    8    12    29:35  44   
  2. მერანი (მარტვილი)          32    10    4    18    31:51  34   
  3. ვიტ ჯორჯია (თბილისი) 32    8     9     15    25:42  33   
  4. სიონი (ბოლნისი)              32    8     9     15    31:51  33   
  5. დინამო (ბათუმი)              32    8     7     17    39:55  31   
  6. კოლხეთი (ფოთი)             32    3     8     21    22:56  17

 

მეგოლეები:

24 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

20 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

16 - საბა ლომია (1, “მერანი”)

14 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

12 - ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი)

11 - ირაკლი მოდებაძე (3, “დილა”)

10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 

 

მეგოლეები:

 24 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

 20 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

 16 - საბა ლომია (1, “მერანი”)

 14 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

 12 - ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი)

 11 - ირაკლი მოდებაძე (3, “დილა”)

 10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 9 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”)

 8 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”)

 7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი მერებაშვილი (ორივე -“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე, ნიკო კვასხვაძე (ორივე -“ჩიხურა”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი კუხიანიძე (4, “ტორპედო”), ნათან ჟუნიორი (“დილა”)

 6 – ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა"), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)

 5 - რომან ახალკაცი (“მეტალურგი”), ბაჩანა არაბული (“დილა”), სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), შალვა კვანტალიანი (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე (“ტორპედო”)

 4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), პეტერ გრაიციარი (“დინამო” თბილისი), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი, ბექა ტუღუში (ორივე - “ტორპედო”), დავით სვანიძე, ნიკა დიასამიძე, აკაკი მიკუჩაძე (3) (ყველა - “სიონი”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”), რევაზ გოცირიძე (“ჩიხურა”)

 3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი, ზვიად სიხარულია (ყველა - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ლაშა გვალია (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი, გიორგი ფანცულაია (ორივე - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე, ამირან მუჯირი (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი, ბოტი გოა დემელი (ყველა - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი (“კოლხეთი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), მამუკა ტორონჯაძე (“მერანი”), ირაკლი კლიმიაშვილი, ლადო ახალაია (ორივე - “სიონი”)

 2 – ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ორივე – “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, ვალერი იობაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე, გოგი ფიფია, რევაზ გეწაძე, ზურაბ მენთეშაშვილი (ყველა - “მეტალურგი”), მიხეილ გორელიშვილი, დათო კვირკველია (1), გოგიტა გოგუა (ყველა - “დილა”), პაატა ცხვიტარია, გიორგი ბუხაიძე (1), ომარ გოგონაია (ყველა - “კოლხეთი”), ლაშა შერგელაშვილი, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, გიგა ჟვანია, ვაჟა ქორიძე (ყველა - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე, გურამ ადამაძე, გიორგი ვასაძე, გიორგი ჯანელიძე, ლევან კუხალეიშვილი, ირაკლი ღიბრაძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), ვლადიმერ უგრეხელიძე, გიორგი მანწკავა, (ორივე - “სიონი”), ლაშა ჩიკვაიძე (“ჩიხურა”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)

 1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, დათა სიჭინავა, პაპუნა ფონიავა (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი, გიორგი გველესიანი, კარლეს კოტო, უსტარიცი (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე, გიორგი რეხვიაშვილი (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, მამია გავაშელიშვილი (ყველა - “ტორპედო”), ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ოთარ ჯავაშვილი (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე, გიორგი აბურჯანია, ლეონარდო რამოსი (ყველა - “დილა”), ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, ვიტორ როსინი, ალექსანდრე ქორჩილავა, ნიკოლოზ სიჭინავა (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია, ალექსანდრე კოშკაძე, ვაჟა ქორიძე (ყველა - “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)

 ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი, გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

 -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

 -ჩემპიონატში გატანილი

 

0.2795