ფეხბურთი

16:41 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიონი” სომხურ კლუბთან ისპარინგებს

ბოლნისის “სიონი” ამხანაგურ მატჩს სომხურ კლუბთან ჩაატარებს.

სომხური ინტერნეტპორტალის armsport.am-ის ინფორმაციით, ერევნის “მიკა” თბილისს ესტუმრება და 13 ივნისს “სიონს” დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. განვლილ სეზონში “მიკამ” სომხეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და “სიონის” მსგავსად ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ ემზადება. შეგახსენებთ, რომ “სიონი” საქართველოს ჩემპიონატში მე-3 პოზიციაზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111531