ზაქათალის “სიმურგის” პრეზიდენტის ანარ ბექიროვის თქმით, აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მეორე ეტაპზე წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი ჩიხრაძის დათხოვას არ აპირებს.
“ნეფთჩისთან” (0:3) და “ბაქისთან” (0:1) მარცხმა გული დამწყვიტა. საწყენია წაგება, როდესაც არცთუ ცუდად თამაშობ. გუნდს გოლების გატანაში ხელს რაღაც უშლის. რაღაც უნდა შეიცვალოს. თუმცა, ეს ცვლილება გიორგი ჩიხრაძეს არ ეხება. მისი მჯერა და გაშვებას არ ვაპირებ. ამის მიზეზიც არ მაქვს, რადგან გუნდი თამაშობს. ასეთი რამ არც გამიფიქრია. მასთან სერიოზული საუბარი მქონდა. იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ვერ გაამართლეს დუბლებში გავუშვებთ, ხოლო იქიდან რამდენიმე მოთამაშეს ავიყვანთ და მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის შეთამაშებას დავიწყებთ. მომავალ სეზონში ხომ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას ვგეგმავთ. რაც შეეხება ფეხბურთელებს, ჯერ არავის დაჯარიმებას ვაპირებთ” – იუწყება ბექიროვის სიტყვებს ინტერნეტპორტალი azerisport.com-ი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმის თქმა თითქოს ჩვენი ჩემპიონატი აზერებისას ჯობია საკუთარი თავის მოტყუებაა, ყველა გუნდს აქვს ნორმალური სტადიონი(ჩვენთან 3-4 გუნდს თუ აქვს), დაფინანსებაც კარგი აქვთ, ისეთი ლეგიონერები ყავთ ჩვენები ასი წელი რომ ვერ მოიყვანენ, ამას გარდა საერთო დონეც მაღალია, ტრანსფერმარკეტზე მათი ფასი ყოველ წელს იზრდება ჩვენი კი მცირდება და ლამისაა ლატვიას და ესტონეთს გავუტოლდეთ.
სტადიონები აქვთ კარგი,ჩვენთანაც ესე რო იყოს ათჯერ ვაჯობებთ
რითი აჯობებ თუ ღმერთი გწამს , დასწრება უკეთესი აქვთ. ტელევიზიითაც გადაიცემა ჩემპიონატის მატჩები. ისეთი ლეგიონერები ჰყავთ ჩვენთან არასოდეს რომ არ უთამაშიათ , ნეიმეგენი'ს , უტრეხტი'ს , ანდერლეხტის და ასე შემდეგ. 10 ჯერ სწრაფად თამაშობენ , მშვენიერ ტემპში უბერავენ. ძალიან გვჯობნიან ! ჩვენი ფეხბურთელები'ს და კლუბები'ს უმაქნისობა'ს ნუ დავაბრალებთ იმას რომ ისინი გვჯობნიან.
ლეგიონერებ'ზე გამომრჩა ბევრი მაგრამ , ერთი ისეთი არის არ უნდა გამომრჩენოდა. აიაქსი'ს ექს ფეხბურთელი , 24 წლის ებესილიო !
ჯორჯი_ჰოლანდიის ჩემპიონატში თამაშობს, რეინალდო_ანდერლეხტში იყო, და ბევრი კარგი ფეხბურთელი ყავთ 5 წელში მათი ნაკრები ჩვენსას ჩვეულებრივად 2 ბურთიანი სხვაობით მოუგებს.(თუ ეხა არ მოუგო)LOL!
ვერაფრიტ დავიჯერებ რო აზერები გვჯობიან უბრალოდ ე ვროტასებზ ჩვენ უფრო უკეტესად გამოვდივარტ და ასე იყო სულ 2 გუნდი მინც გვყავდა პლეი ოფში
ჩვენ რომ 2 გუნდი გვყავს პლეი ოფში , ისინი ჯგუფურ ეტაპზე ინტერ'ს ეთამაშებიან ჯუზეპე მეაცა'ზე ფრეს ! რითი ვჯობივართ , არ მოგბეზრდათ ?!