ჩოგბურთი

14:49 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმონამ “თავი დაიმშვიდა”

 ქალთა რეიტინგის მეორე ნომერი სიმონა ჰალეპი ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის მესამე წრეში ვერ გავიდა. რუმინელი რეიტინგსიის 121-ე ადგილზე მყოფ ხორვატთან მირიანა ლიუჩიჩ-ბარონისთან 6:7, 2:6 დამარცხდა და მიმდინარე სეზონში პირველად სადიდსლემო ტურნირს პირველსავე კვირაში გამოეთიშა. ავსტრალიაში ჰალეპი მეოთხედფინალში გავიდა, “როლან გაროსზე” ფინალში ითამაშა, უიმბლდონში კი ნახევარფინალამდე გააღწია.

“მატჩის მსვლელობამ და შედეგმა არ გამაკვირა. ჩემი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვავლინე, ამასთან მეტოქის მოწოდების აღება ძალიან რთული იყო. მარიანას საფინალო სპურტი კი მხოლოდ და მხოლოდ ქების ღირსია. ჩემი დღევანდელი წაგება გუნება-განწყობაზე უარყოფითად არ აისახება. წაგება სპორტსმენის თანმდევია, საჭიროა მისი სწრაფი დავიწყება და წინსვლის გაგრძელება”, - სიმონამ “თავი დაიმშვიდა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111924