29 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის, რაფაელ ვან დერ ვარტის მეუღლე სილვია ყურადღების ცენტრში მოექცა. “ტოტენჰემიდან” “ჰამბურგში” გადაბარგებული რაფაელი ფეხბურთის გულშემატკივრებს საფირმო ილეთებით ახარებს, მისი მეუღლე კი, ხალხს თავისი სილამაზით ატყვევებს.
ბერლინში გამართულ ერთ-ერთ საღამოზე ჰოლანდიელი მოდელი უბრეტელო კაბით გამოცხადდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა. ელეგანტური სამოსი სილვიას მიმზიდველ მკერდს უსვამდა ხაზს, ხოლო მომხიბვლელი ღიმილი მოდელს სილამაზეს მატებდა.
სილვიას მკერდის კიბო ჰქონდა, რის გამოც, 2009 წელს ოპერაცია გაიკეთა და 6-თვიანი ქიმიოთერაპიის კურსიც ჩაიტარა. მიუხედავად ამისა, მისის ვან დერ ვარტი კვლავ საოცრად გამოიყურება.







