25 წლის გერმანელი ნახევამცველი სიდნი სემი კარიერას გელზენკირხენის “შალკეში” განაგრძობს. “ლევერკუზენის” აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“შალკეს”, ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ტრანსფერი სულ რაღაც 2.45 მილიონი ევრო დაუჯდა. ამის მიზეზი ისაა, რომ “ლევერკუზენსა” და სემს შორის აქამდე მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა სწორედ 2.45 მილიონი იყო.
სიდნეი სემი “ლევერკუზენში” 2010 წლიდან თამაშობდა. ყოფილი გუნდის მაისურით ჩატარებულ 111 თამაშში მას 34 გოლი აქვს გატანილი. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 13 შეხვედრაში, სემმა 7 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.