ჭადრაკი

23:31 | 3.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

შვიდი მოგება და ორი ყაიმი
ფიდე-ს გრა-პრის მე-4 ეტაპზე მოპოვებული 7 გამარჯვების ფონზე, ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ ყაიმით მეორე პარტია (პირველი ფრე შვედ პია კრამლინგთან გააფორმა) დაასრულა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
მე-9 ტურში ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ჩინელ შენ იანს დაუპირისპირდა და ფრეზე 33-ე სვლაზე შეუთანხმდა. ნანას 8.0 ქულა მოუგროვდა, მისი უმთავრესი კონკურენტი კი რუსი ტატიანა კოსინცევა გახლავთ, რომელმაც ტურნირზე უმაღლესი რეიტინგის (2589) მქონე ჰოუ იფანს (ჩინეთი) სძლია და თავი 7.0 ქულას მოუყარა.
მდგომარეობა მცირედით გამოასწორა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ, რომელმაც კიდევ ერთ ჩინელ ქსიუ იუჰუას 34-ე სვლაზე მოუგო და 4.0 ქულით მე-8 პოზიცია შეინარჩუნა.
დასკვნით ტურებში ძაგნიძე ხსენებულ იუჰუასა და იფანს ეთამაშება, ხოლო ჩიბურდანიძე – იმავე იფანსა და ბულგარელ სტეფანოვას.
ფიდე-ს გრან-პრის ეტაპებში სულ 20 მოჭადრაკე მონაწილეობს. თითოეული მათგანი 6-დან 4 ტურნირში იასპარეზებს, სამი საუკეთესო შედეგი საერთო ჩათვლაში შევა, უძლიერესი კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას მიიღებს.
სომხური ტურნირის საპრიზო ფონდი 40 ათასი ევროა, რომელიც ადგილების მიხედვით გადანაწილდება. შესაბამისად, მოჭადრაკეებს სარეიტინგო ქულებიც ერგებათ.
I ადგილი – 160 ქულა, 6 500 ევრო
II ადგ. – 130 ქულა, 4 750
III ადგ. – 120 ქულა, 4 000
IV ადგ. – 90  ქულა, 3 750
V ადგ. – 80 ქულა, 3 500
VI ადგ. – 70 ქულა, 3 250
VII ადგ. – 60 ქულა, 3 000
VIII ადგ. – 50 ქულა, 2 750
IX ადგ. – 40 ქულა, 2 500
X ადგ. – 30 ქულა, 2 250
XI ადგ. – 20 ქულა, 2 000
XII ადგ. – 10 ქულა, 1 750
გასული სამი ეტაპის – სტამბული (თურქეთი), ნანძინის (ჩინეთი), ნალჩიკის (რუსეთი) – შედეგებით, მოჭადრაკეთა რეიტინგი ასე გამოიყურება: იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2 ტურნირი) – 250 ქულა, ქსიუ ჟაო (ჩინეთი, 3) – 250, ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2) – 230, ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2) – 230, პია კრამლინგი (შვედეთი, 2) – 165, ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 1) – 160, იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 1) – 160, მარი სებაგი (საფრანგეთი, 2) – 160, ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2) – 130, მუნგუნტუულ ბატხუაგი (მონღოლეთი, 2) – 120, ჩენ ჟუ (ყატარი, 2) – 100, იან შენი (ჩინეთი, 2) – 85, მარტა ფიერო ბაკერო (ეკვადორი, 2) – 85, ლილიტ მკრტიჩიანი (სომხეთი, 1) – 80, ვენიუნ იუ (ჩინეთი, 1) – 80, ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2) – 80, მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 1) – 45, ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 1) – 45, ბეტულ ილდიზ ჩემრე (თურქეთი, 3) – 40, ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი, 1) – 25 ქულა.
 
ფიდე-ს ქალთა გრან-პრი. მე-4 ეტაპი. ჯერმუკი (სომხეთი). 23 ივნისი-6 ივლისი
მეცხრე ტური
პია კრამლინგი (შვედეთი, 2536) – ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2477) 0.5:0.5
ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2366) – ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2472) 0:1
მარტა ფიერო ბაკერო (ეკვადორი, 2363) – ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2560) 0:1
ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2534) – იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2589) 1:0
მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2514) – იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2484) 1:0
ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2478) – იან შენი (ჩინეთი, 2452) 0.5:0.5
 
სატურნირო მდგომარეობა
1. ძაგნიძე – 8.0;
2. კოსინცევა – 7.0; 3. მკრტჩიანი – 5.5; 4. ჰოუ – 5.0; 5. სტეფანოვა – 5.0; 6. დანიელიანი – 5.0; 7. შენი – 4.5; 8. ჩიბურდანიძე – 4.0; 9. კრამლინგი – 3.5; 10. იუჰუა – 3.0; 11. კოვანოვა – 2.5; 12. ფიერო ბაკერო – 1;
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160213