ფეხბურთი

14:19 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

შუშაკი "ჰაიდუკს": "დილა" ტიპური სამხრეთული გუნდია და სათამაშო დისციპლინა აკლია”

1 აგვისტოს სპლიტის "პოლიუდზე" "ჰაიდუკ"-"დილას" მატჩს ისრაელის მსაჯთა ბრიგადა ბრიგადა გაუძღვება. მთავარი მსაჯი იქნება ეიტან შმიულევიცი.

ეს შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ "ჰაიდუკმა" წინა ეტაპზე მაკედონიის "ტურნოვო" რომ გამოთიშა (2:1, 1:1), საშინაო მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარა - დისკვალიფიკაცის გამო. "პოლიუდს" ერთმატჩიანი სანქცია ჰქონდა და "დილასთან" გულშემატკივრები იქნებიან.

ახლა კი იმაზე, თუ როგორ აფასებს ივო შუშაკი ხორვატულ პრესაში "დილას".

"მათ უყვართ შეტევა, მოკლე მანძილზე კაცის მოტყუება, პასები. "დილა" საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი წამყვანი და საინტერესო კლუბია. შარშან ხორვატი მეკარე მარინ სკენდერი ჰყავდათ. ორი წლის წინ ფინანსურად მოძლიერდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. თუმცა, 7-8 თვეში ხელისუფლება შეიცვალა და "დილა" ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. ფული იმდენი აღარ აქვთ და ადგილობრივი ფეხბურთელები დარჩათ", - შუშაკი საკმაოდ ინფორმირებულია.

ასევე, თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "დილას" სახასიათო შტრიხებზე საუბრობს:

"ქართველები ტიპურ სახრეთულ ფეხბურთს თამაშობენ, სიამოვნებას იღებენ მინდორზე და "დილაც" არაა გამონაკლისი. შესაძლოა, ფიზიკურად ძალიან ძლიერები არ არიან, მაგრამ ინდივიდუალურ მოქმედებებს არ ერიდებიან. სათამაშო დისციპლინა აკლიათ. რაც შეეხება "ჰაიდუკს", იგორ ტუდორს ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები ჰყავს. ეგაა, ამ ბიჭებს მეტი სტაბილურობა სჭირდებათ. ვფიქრობ, "ჰაიდუკს" აქვს იმის ძალა, რომ ეს ეტაპიც გაიაროს".


0.119346