ჩოგბურთი

20:46 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

შტეპანეკის საიუბილეო მოგება ბოგოტაში

 35 წლის ვეტერანი ჩეხი ჩოგბურთელი რადეკ შტეპანეკი კოლუმბიაშია და Claro Open Colombia-ს ტურნირზე გამოსვლისას საიუბილეო მოგება მოიპოვა. შტეპანეკმა ასპარეზობის მეორე წრეში არგენტინელ გვიდო პელიას სძლია და ჰარდსაფარიან კორტზე 200-ე გამარჯვება იზეიმა.

რადეკი პროფესიულმ კორტზე 1996 წლიდან მონაწილეობს და შტეპანეკის აქტივში 8 ტიტულია, თანაც ყველა ეს ტურნირი ჰარდსაფარიან კორტზე ჩატარდა.

ბოგოტას შეჯიბრების მეოთხედფინალში შტეპანეკი კოლუმბიელ ალეხანდრო გონსალესს დაუპირისპირდება.

0.120388