თბილისის ჭადრაკის სასახლეში ნორჩ მოჭადრაკეებს განლილი ტურნირის პერიპეტიებზე ესაუბრნენ მსოფლიოს გრან-პრის I ეტაპის გამარჯვებული ბელა ხოტენაშვილი და საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა.
გამარჯვებულმა ჭადრაკის მოყვარულთათვის საჩვენებლად რამოდენიმე პარტია შეარჩია, მათ შორის განსაკუთრებით საინტერესო ევროპის 2011 წლის ჩემპიონ ვიქტორია ჩმილიტესთან შეხვედრა გახლდათ.







