რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ასტრახანის “ვოლგარის” მეკარე სტეპან სიკაჩმა, ტირასპოლის “შერიფში” გატარებული პერიოდი გაიხსენა და მოლდოვური კლუბისთვის ვაჟა თარხნიშვილის პერსონის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“შერიფის” ერთ-ერთ სიმბოლოდ, მცველი ვაჟა თარხნიშვილი რჩება. მას უდიდესი ქართული სული აქვს. ის “შერიფში” 1999-2012 წლებში თამაშობდა და გუნდის კაპიტანი იყო. არაჩვეულებრივად გულღია ადამიანია. ვაჟა ყველას ეხმარებოდა, ახალგაზრდებით დაწყებული, უცხოელებით დამთავრებული. ამ მოთამაშეს გუნდში და მთელ ქალაქში აფასებდნენ. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც მისი თამაშების სანახავად დავდიოდი. შემდეგ გამიმართლა და “შერიფში” მოვხვდი, ხოლო ვაჟა ყველაფერში მეხმარებოდა. ის მკარნახობდა და მამხნევებდა ხოლმე. 17 წლის ბიჭისთვის, გუნდის კაპიტნის მხრიდან ასეთი თანადგომა მნიშვნელოვანი იყო. როდესაც “ტერეკთან” მოლაპარაკება იწყებოდა, მას ყველაფერი მოვუყევი. დღევანდელი დღესავით მახსოვს: ვივარჯიშეთ, ვივახშმეთ, სახლამდე მიმიყვანა და გზა დამილოცა. უდიდესი კაცია. ის ახლაც გუნდთან ერთადაა და სპორტული დირექტორის თანამდებობა უკავია”, - იუწყება სიკაჩის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა eurosport.ru.
აქვე გეტყვით, რომ სიკაჩი “ტერეკში” 2008-2012 წლების სეზონებში ირიცხებოდა, ხოლო მიმდინარე სეზონის წინ, “ვოლგარში” ჩაირიცხა.