კალათბურთი

1:41 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ორ კვირაში დაბრუნდება?

ქართველი ფორვარდის ევრობასკეტზე თამაშის შანსი ჯერ კიდევ არსებობს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, გადაწყვეტილი ამბავია – საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია მუხლზე მენისკის ოპერაციას 31 ივლისს გაიკეთებს. იქვე ამერიკულ პრესაში გავრცელებული ცნობების შესახებაც ვისაუბრეთ, რომელთა თანახმადაც ქართველი კალათბურთელის მომავალ ევრობასკეტზე თამაში, ფაქტობრივად, გამორიცხული გახლდათ, თუმცა...

სიტუაციას ცვლის თორნიკეს მამის კახა შენგელიას განცხადება, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. ზუსტად რა დრო დასჭირდება ოპერაციის შემდგომ თორნიკეს რეაბილიტაციას, უცნობია, მაგრამ კახა შენგელიას ინფორმაციით, “თოკოს” მოედანზე დაბრუნებას ოპერაციიდან ორ კვირაში ელიან.

მოკლედ, როგორც სჩანს, გარკვეული შანსი, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს, კიდევ არსებობს. ამდენად, დაველოდოთ 31 ივლისის ოპერაციას და იმედი ვიქონიოთ, რომ გუნდის კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გამოკლების შემდეგ, საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ დიდ დანაკლისს გადაურჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12846