ჩოგბურთი

11:37 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

შარშანდელი ფინალისტების მეოთხედფინალი

რაფა ნადალი დღეს იუბილარია, ხვალ კი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში თანამემამულე დავიდ ფერერს შეხვდება. მალიორკელი და ვალენსიელი „როლან გაროსის“ შარშანდელი გათამაშების ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და წლეულსაც რთული მატჩისთვის ემზადებიან.

„ფერერი კორტზე თავდაჯერებული გავა, რადგანაც ჩვენი ბოლო დაპირისპირება მისი მოგებით დასრულდა. რთულ შეხვედრას ველი. დავიდის დასამარცხებლად მონდომება და კარგი თამაში მმართებს“, - განაცხადა 28 წლის რაფამ.

„შესაძლებლობების მაქსიმუმის გამომჟღავნებას შევეცდები. მთავარია, სწორი ტაქტიკა ავარჩიო და რაფა შევზღუდო. ორივემ ჩვენ-ჩვენი საუკეთესო ჩოგბურთი რომ ვაჩვენოთ, მოგება ნადალს შეხვდება. შარშანდელ ფინალში ვნერვიულობდი, ახლა კი შევეცდები მშვიდად ვითამაშო. ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთის ღია პირველობის 2013 წლის გადამწყვეტ მატჩზე არ ვიფიქრებ“, - ეს კი 32 წლის ფერერის წინასამატჩო განწყობაა.

შეგახსენებთ, „როლან გაროსის“ შარშანდელ ფინალში ნადალმა ფერერს 6:3, 6:2, 6:3 მოუგო.

0.117731