თამაშგარე

12:28 | 19.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვამ მსოფლიო გააცურა

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ, რომელსაც დღეს 25 წელი შეუსრულდა,  მთელი მსოფლიო გააცურა. 1-ელი აპრილიდან 17 დღის შემდეგ, მაშამ საზოგადოებას მოკლე ვარცხნილობა წარუდგინა, მეორე დღეს კი აღიარა, რომ პარიკი ეხურა.

“როდესაც ფოტოები გამოვაქვეყნე, არ მეგონა თუ ყველაფერი ასე შორს წავიდოდა. ძვირფასო მეგობრებო, მე არ მითქვამს, რომ თმა შევიჭერი. უკანასკნელი 24 საათი ნამდვილი სტრესი იყო ჩემთვის, ამიტომ მსურს, ახალი ფოტოები გიჩვენოთ. ჩემი თმა  ისეთივე გრძელი, ღია და მბზინავია, როგორიც იყო. ხსენებული ფოტოები რამდენიმე დღის წინ გადავიღეთ, როცა სხვადასხვა იმიჯს ვირგებდი. ეს პარიკია!” -  აღიარა შარაპოვამ.
აღსანიშნავია, რომ მარიას 14 წლიდან გრძელი თმა აქვს და როგორც ჩანს, მისი გულშემატკივრები შარაპოვას იმიჯზე უფრო ღელავენ, ვიდრე მის სპორტულ კარიერაზე.
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090938