ჭადრაკი

15:13 | 11.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

შანავა სამეულში იმყოფება

სომხეთის ქალაქ ჯერმუკში გრძელდება ოლიმპიური ჩემპიონის კარენ ასრიანის სახელობის მე-3 მემორიალი, რომელშიც 8 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კონსტანტინე შანავას (2566) გააჩნია, რომელიც 6 ტურის თავზე 4.5 ქულით მე-3 ადგილზეა.
შანავამ 3 პარტიის მოგება შეძლო და სამიც ყაიმით დაასრულა, რისი წყალობითაც ტურნირზე მხოლოდ ორ სომეხ მოჭადრაკეს – ტიგრან კოტანიანსა (2522) და დავიდ პეტროსიანს (2487) ჩამორჩება. ლიდერთა აქტივში 5-5 ქულაა.
ჯერმუკში მოასპარეზე დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეების შედეგები ასე გამოიყურება: 11. დავით მაღალაშვილი (2455) – 4.0 ქულა; 12. სოფიო გვეტაძე (2352) – 4.0; 13. გიორგი ბაღათუროვი (2464) – 4.0; 16. ნაზი პაიკიძე (2376) – 4.0; 31. მაია ლომინეიშვილი (2355) – 3.0; 40. სოფიკო გურამიშვილი (2343) – 2.5; 60. ნინო იმნაძე (1764) – 1.5;
კარენ ასრიანის მემორიალი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება, 64 მონაწილეს შორის კი 16 დიდოსტატია. ტურნირის საპრიზო ფონდი 15 ათას დოლარს შეადგენს, საიდანაც პირველ ადგილზე გასული 3 000-ს მიიღებს, სულ კი პრიზები საუკეთესო თხუთმეტეულში გასულ მოჭადრაკეებს ერგებათ. ქალთა შორის მოწინავე სამეული, შესაბამისად, 800, 500 და 200 დოლარით დაჯილდოვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163464